ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინას 18 მილიარდამდე სესხს მისცემენ


14-დან 18 მილიარდამდე დოლარის სესხის სანაცვლოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას ეკონომიკური რეფორმების დანერგვას სთხოვს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას პირობას აძლევს, რომ მას სესხის სახით 18 მილიარდ დოლარს გამოუყოფს. სანაცვლოდ ქვეყანაში რთული ეკონომიკური რეფორმები უნდა განხორციელდეს. ფონდის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის ბოლოდროინდელმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ზრდა მნიშვნელოვნად შეამცირა და უცხოური ვალუტის რეზერვი „კრიტიკულად დაბალ დონემდე“ მიიყვანა.

რეკომენდირებული რეფორმები ძირითადად ქვეყნის მოსახლეობას დააწვება, რამაც შესაძლოა რისკის ქვეშ გარდამავალი მთავრობის პოპულარობა დააყენოს. უკრაინის პარლამენტში გამოსვლისას ქვეყნის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ აღნიშნული სესხის გარეშე ქვეყნის ეკონომიკას წელს 10-პროცენტიანი შემცირება ემუქრება. არსენი იაცენიუკის თქმით, უკრაინა „ეკონომიკური და ფინანსური გაკოტრების“ ზღვართან დგას.

უკრაინას საერთაშორისო სავალუტო ფონდი 14-დან 18 მილიარდამდე დოლარის ოდენობის კრედიტს პირდება. მომდევნო 2 წლის მანძილზე საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეთავაზებულ სხვა დახმარებებთან ერთად, სესხის საერთო რაოდენობა თითქმის 27 მილიარდს უტოლდება.
XS
SM
MD
LG