ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში დევნილების რაოდენობა ორჯერ გაიზარდა


უფლებადამცველი ორგანიზაცია საერთაშორისო ამნისტია იუწყება, რომ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ორჯერ გაიზარდა იმ ავღანელების რაოდენობა, ვისაც ძალადობის გამო საკუთარი სახლის დატოვება მოუხდა.

ავღანეთში ამჟამად 1,2 მილიონი იძლებით გადაადგილებული პირია, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვანდ გაიზარდა 2013 წლიდან მოყოლებული, როცა დევნილების რაოდენობა ნახევარ მილიონს შეადგენდა.

დამატებით 2.6 მილიონი ავღანელია ლტოლვილობაში, ისინი თავს მეზობელ პაკისტანს და ირანს აფარებენ.

ავღანეთის მთავრობის მიერ არაერთხელ დადებული პირობის მიუხედავად დევნილებს არ აქვთ სათანადო თავშესაფარი, საკვები, წყალი და ჯანდაცვის პირობები, არ აქვს განათლების მიღების და დასაქმების შესაძლებლობა.

XS
SM
MD
LG