ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2019 წელს ამერიკის შეერთებული შტატებიდან 267 000-ზე მეტი ადამიანი დაადეპორტეს


ამერიკის შეერთებული შტატების საიმიგრაციო სამსახური 2019 წლის მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ სამსახურმა გასული 1 წლის განმავლობაში143 000-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააპატიმრა, ხოლო ქვეყნიდან დაადეპორტეს 267 000-ზე მეტი ადამიანი.

საიმიგრაციო სამსახურის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან 2019 წელს საქართველოს 38 მოქალაქე დაადეპორტეს, ხოლო 2018 წელს 20. უცნობია, რა მიზეზით მოხდა აშშ-დან საქართველოს მოქალაქეების გაძევება.

ამერიკის შეერთებული შტატებიდან 2019 წელს ასევე გააძევეს 153 რუსეთის, 125 უკრაინის, აზერბაიჯანის 10 და 48 სომხეთის მოქალაქე.

შტატებიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობა ქვეყნების მიხედვით:

  • მექსიკა 127 492
  • გვატემალა 54 000
  • ჰონდურასი 41 800
  • სალვადორი 18 981
  • ეკვადორი 2 253
  • ​დომინიკის რესპუბლიკა 2,186
  • ​ბრაზილია 1 770
  • ინდოეთი1 616
  • კუბა 1,179
  • კოლუმბია 1 158

აშშ-დან გაძევებულ უცხოელებს შორის 150,141 მძიმე დანაშაულისთვის იყო გასამართლებული, 23,658 უცხოელი კი სისხლის სამართლის დანაშაულში იყო ბრალდებული. 93,459 უცხოელი ამერიკის შეერთებული შტატებიდან სხვა საიმიგრაციო დარღვევების გამო გააძევეს.

ამერიკის შეერთებული შტატებიდან 2019 წელს გააძევეს ტერორიზმთან კავშირში ან შესაძლო კავშირში მყოფი 58 უცხოელი. 2018 წელს 42, ხოლო 45 უცხოელი 2017 წელს.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2019 წელს დაკავებული 143 099 უცხოეთის მოქალაქიდან:

  • 92 108 უცხოეთის მოქალაქეს მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის პატიმრობა აქვს მისჯილი;
  • 31 020 სისხლის სამართლის დანაშაულშია ბრალდებული და სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება;
  • 19 971 უცხოეთის მოქალაქე სხვა საიმიგრაციო დარღვევების გამოა დაკავებული.

უცხოეთის მოქალაქეების მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე ხშირად ჩადენილია შემდეგი დანაშაულები:

  • ქურდობა;
  • მკვლელობა;
  • გატაცება;
  • ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება;
  • სექსუალური ძალადობა.



Facebook Forum

XS
SM
MD
LG