ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბუდაპეშტში მასობრივი დემონსტრაცია გაიმართა


კვირას უნგრეთის დედაქალაქში გამართულ საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა. ბუდაპეშტში ქვეყნის ყველაზე დიდი ოპოზიციური გაზეთის მოულოდნელ დახურვას აპროტესტებდნენ.

გაზეთი Nepszabadsag 8 ოქტომბერს საზოგადოების, თუ თანამშრომლების ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაიხურა. რედაქცია ამ ფაქტს ცირკულაციის ნაკლებობით და ბოლო 10 წლის განმავლობაში მიმდინარე ფინანსური კრიზისით ხსნის.

დემონსტრანტების სამიზნე პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ურბანი იყო, რომელსაც შინ და უცხოეთშიც პრესის თავისუფლების შეზღუდვისთვის აკრიტიკებენ. ოპოზიციური კერძო მედიის წარმომადგენლები მის დევნილების მიმართ გამოხატულ ანტი-მიგრაციულ პოზიციას ეწინააღმდეგებიან.

XS
SM
MD
LG