ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამიერიდან უნგრეთი დააკავებს თავშესაფრის ყველა მთხოვნელს


უნგრეთის პარლამენტი

უნგრეთის პარლამენტმა დღეს ხმა მისცა ახალ კანონს, რომელიც თავშესაფრის ყველა მაძიებელს, მათი საქმის განხილვამდე, ქვეყნის სამხრეთ საზღვართან მდებარე ბანაკებში დააკავებს. ბანაკები მოდიფიცირებულ სატვირთო კონტეინერებში მდებარეობს. მიგრანტებს ბანაკიდან გასვლა აეკრძალებათ და მისი დატოვების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემათ, თუკი სერბეთში გადავლენ.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტო ახალ კანონთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ საერთაშორისო და ევროკავშირის კანონების მიხედვით, თავშესაფრის მთხოვნელთა დაკავება შეიძლება მოხდეს მხოლოდ მაშინ, როცა ეს ზომა “აუცილებელი, დასაბუთებული და ადეკვატურია”. სააგენტოს პრესსპიკერი სესილ პუილი ამბობს, რომ ახალ კანონს “საშინელი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედება ექნება ქალებზე, ბავშვებზე და მამაკაცებზე, რომელთაც უკვე დიდი ტანჯვა გამოიარეს”.

უნგრეთი ბოლო წლებში შემოსული ასობით ათასი მიგრანტის ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებს შორის გადანაწილების მცდელობას ეწინააღმდეგება. ბუდაპეშტი აცხადებს, რომ მათი პოზიცია ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვით და ევროპული კულტურის და იდენტობის შენარჩუნების აუცილებლობით არის ნაკარნახევი.

XS
SM
MD
LG