ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-იორკში პალესტინელთა მხარდამჭერ აქციაზე დემონსტრანტები დააკავეს


Pro-Palestinian demonstrators are taken into custody by the NYPD after blocking a Brooklyn Bridge roadway during a 'Shut it Down for Palestine' protest in New York City
Pro-Palestinian demonstrators are taken into custody by the NYPD after blocking a Brooklyn Bridge roadway during a 'Shut it Down for Palestine' protest in New York City

„ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის ომის პარალელურად ამერიკაში პროპალესტინური აქციები გრძელდება. საპროტესტო გამოსვლა გაიმართა ნიუ-იორკში. აქციაზე დემონსტრანტების ნაწილი დააკავეს.

ომის შეწყვეტის მოწოდებით ქუჩაში გამოსულმა აქციის მონაწილეებმა ნიუ-იორკში ქუჩები და ხიდები გადაკეტეს, რასაც პოლიციის მხრიდან რეაგირება მოჰყვა.

აქციის მონაწილეებს გადაკეტილი ჰქონდათ ბრუკლინისა და უილიამსბურგის ხიდები, ბლოკირებული იყო ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის დამაკავშირებელი გვირაბი და რამდენიმე ქუჩა, რომელიც ქალაქის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია.

ოფიციალური ინფორმაციით ნიუ-იორკის პოლიციამ 300-ზე მეტი აქციის მონაწილე დააკავა, რომლებიც რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. ინფორმაციას ქალაქის პოლიციის სპიკერი ავრცელებს.

ნიუ-იორკის მერი ერიკ ადამსი ამბობს, რომ პროტესტის უფლება აქციის მონაწილეებს არ აძლევს ხიდებისა და გზების გადაკეტვის უფლებას. ადამსი მოუწოდებს აქციის მონაწილეებს არ გადაკეტონ გზები და ხიდები, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ქალაქის ფუნქციონირებისთვის.

მოგვიანებით სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ პროპალესტინური აქციის მონაწილეთა ნაწილი, სკანდირებს, რომ ყველა პოლიცია ერთნაირია. აქციის მონაწილეები ვიდეოში ამბობენ, რომ ნიუ-იორკელი პოლიციელები ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს ჰგვანან.

აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ „შეწყდეს ომი“ ჰამასის წინააღმდეგ და დასრულდეს ღაზის „ოკუპაცია“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG