ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წითურების ფესტივალი


დღესასწაულში მონაწილეობა 52 ქვეყნის სულ ცოტა 1400-მა წითურმა ადამიანმა მიიღო

ჰოლანდიის ქალაქ ბრედაში მსოფლიოს უმცირესობათა ერთ-ერთი ყველაზე მცირე ჯგუფის ფესტივალი გაიმართა. ჟღალთმიანი, წითური მოსახლეობის რაოდენობა დედამიწაზე ერთ პროცენტს ოდნავ აღემატება.

თუმცა, ბრედას ყოველწლიურ ფესტივალზე ისინი დიდ უმრავლესობაში აღმოჩნდნენ. დღესასწაულში მონაწილეობა 52 ქვეყნის სულ ცოტა 1400-მა წითურმა ადამიანმა მიიღო. ქალაქის ცენტრში გამართული აღლუმის გარდა ჰოლანდიაში ფესტივალს მრავალი გამოფენა, მოდის ჩვენება და უამრავი სხვა ღონისძიება მიეძღვნა.
XS
SM
MD
LG