ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონის თქმით, მისი დამარცხების მიზეზებს შორის იყო გამოძიების ფედერალური ბიურო, „ვიკილიქსი“ და სექსიზმი


დამარცხებულმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა, 2016 წლის არჩევნებში მის დამარცხებაში ბრალი გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორ ჯეიმს კომის და ვებგვერდ „ვიკილიქსს“ დასდო, რომელმაც მისი კამპანიის დირექტორისგან მოპარული ელექტრონული ფოსტა გამოაქვეყნა.

„სი ენ ენ“-ის ჟურნალისტთან საუბრისას კლინტონმა თქვა, რომ ის „გამარჯვებისკენ მიდიოდა“, სანამ „ვიკილიქს“-მა მისი კამპანიის მენეჯერის, ჯონ პოდესტასგან მოპარული ელექტრონული ფოსტის გამოქვეყნება დაიწყო და კომიმ კონგრესს უთხრა, რომ დამატებით ელექტრონულ ფოსტას ამოწმებდა, რომელიც კლინტონის მიერ პირადი სერვერის გამოყენებას უკავშირდებოდა.

კლინტონმა თქვა, რომ მეტ დეტალებს და არჩევნებში დამარცხების ანალიზს წიგნში აღწერს, რომელიც ამ შემოდგომაზე გამოიცემა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG