ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტობის კანდიდატი პირველი ქალი ამერიკის ისტორიაში


ჰილარი კლინტონი ამერიკის ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ქალი, რომელმაც ამერიკის ორი ძირითადი პარტიიდან ერთ-ერთის საპრეზიდენტო ნომინაცია მოიპოვა. დემოკრატიული პარტიის კონვენციას ის გუშინ ვიდეო ზარით დელეგატების ხმების მიღების შემდეგ ჩაერთო.

ვიდეო ჩართვისას კლინტონმა განაცხადა, რომ მისთვის უდიდესი პატივია პარტიის ნომინაციის მიღება.

მხარდამჭერი სიტყვით გუშინ პარტიის ყრილობაზე მისი მეუღლე, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი გამოვიდა. მან ისაუბრა იმაზე, თუ როგორ გაიცნო ჰილარი, როგორ გაიარეს ოჯახური და პროფესიული ცხოვრება ერთად.

ბილ კლინტონმა ასევე ისაუბრა ჰილარის პროფესიულ წარმატებებზე ადრეული, იურისტის კარიერის დროს, მოგვიანებით კი ნიუ-იორკის სენატორობის და ბოლოს კი სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე.

XS
SM
MD
LG