ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა საარჩევნო კამპანიას ჰილარი კლინტონის სახელით ატარებს.

დღეს პრეზიდენტი ობამა თავისი ყოფილი სახელმწიფო მდივნის სახელით საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო. ჰილარი კლინტონი რამდენიმე დღით ფილტვების ანთების შემდეგ ისვენებს.

ობამა ფილადელფიაში კლინტონის მხარდამჭერ მიტინგს მიმართავს, სადაც დემოკრატიული პარტიისთვის სახსრების მოძიების ღონისძიებას დაესწრება.

ორშაბათს კლინტონმა CNN-ს უთხრა, რომ კამპანიას სავარაუდოდ კვირის ბოლოს განაახლებს.

კლინტონმაც და მისმა რესპუბლიკელმა მეტოქემაც პირობა დადეს, რომ საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ მეტ ინფორმაციას მალე გაასაჯაროებენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG