ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დახმარება უპატრონო ბავშვებს


გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, მსოფლიოში 210 მილიონი ქუჩის მაწანწალა ბავშვია.

რამდენიმე წლის წინ სარა ერიჩი მეუღლესთან ერთად ინდოეთში მოგზაურობდა. ერთ-ერთ მაღაზიაში ნახატის ყიდვის დროს, მასთან პატარა ბიჭი მივიდა:

„იგი დაახლოებით 8 წლის იქნებოდა, რომელსაც ხელში ჩვილი ეჭირა. ბიჭი საბრალო სახით მიყურებდა და მეხვეწებოდა რომ ჩვილი ბავშვი რაიმეთი გამომეკვება,“ - ამბობს ერიჩი.

ამ დღემ სარას ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა:

„სწორედ ამ ამბის შემდეგ გადავწყვიტე ქუჩაში მცხოვრები უპატრონო ბავშვების დახმარება.“

თავდაპირველად სარა ერიჩმა საქველმოქმედო აქციების მეშვეობით ფულის შეგროვება დაიწყო. ერთი წლის შემდეგ კი, არასამთავრობო ორგანიზაცია „დავეხმაროთ ობლებს“ დააარსა.

„ჩვენი ორგანიზაციის მეშვეობით ბავშვები განსაკუთრებულ უნარ-ჩვევებს იძენენ. ისინი სხვადასხვა სპეციალობებს ეუფლებიან, რომლითაც ადვილად შეეძლებათ საზოგადოებაში დამკვიდრება,“ - აღნიშნავს ერიჩი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „დავეხმაროთ ობლებს“ სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთად ლათინურ ამერიკაში, აზიასა და აფრიკაშიც მოღვაწოებს. კენიაში მათი მეშვეობით სკოლაც კი გაიხსნა, სადაც 150 მოსწავლეს შორის 45 უპატრონო ბავშვია. სკოლის დირექტორის პიტერ მაგერის ინფორმაციით, სასწავლო პროგრამაში ასევე სპეციალური ტრენინგებიცაა შეტანილი, რაც ობოლ ბავშვევბს პრაქტიკული უნარ-ჩვევების დაუფლებას უადვილებს.

სხავდასხვა ქვეყნებში ორგანიზაციას დასაქმების სხვადასხვა პროგრამები აქვს შემუშავებული. მაგალითად ჰონდურასში, ახალგაზრდა ვაჟები ელექტროობასა და მექანიკოსის ხელობას ეუფლებიან, ხოლო გოგონები - ექთნობას. ჰაიტიში კი პირიქით, იქ ბავშვები შინაური ფრინველების მოშენებისა და მოვლის ტექნოლოგიებს სწავლობენ.

სარა ერიჩი პროექტის წარმატებით მოხიბლულია და მიაჩნია, რომ აღნიშნული პროგრამა შესაძლოა სხვა ქვეყნებისთვისაც მისაღები აღმოჩნდეს, რაც ერთგვარად მაწანწალა ბავშვების პრობლემის აღმოფხვრას შეუწყობს ხელს.
XS
SM
MD
LG