ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორია 2011 წლის მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ სამოქალაქო აქტიურობა რუსეთში და რას აპროტესტებს ხალხი- ამ თემაზე სპეციალური კვლევა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა იანა გორახოვსკაიამ და ჰარიმანის ინსტიტუტის მკვლევარმა კატერინა ტერტიჩნაიამ ჩაატარეს.

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკაში, მის შედეგებზე რუსული კვალი და 2011 წლის რუსეთი - გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსული ხალხი. ამ ორ მოვლენას შორის ურთიერთკავშირზე რუსი მკვლევარი იანა გოროხოვსკაია საუბრობს, რომელმაც კოლეგასთან ერთად 2011-2016 წლებში რუსეთში მოსახელობის საპროტესტო გამოსვლების ინტესიურობა, თემატიკა და ხასიათი შეისწავლა.

იანა გოროხოვსკაია: მაშინდელი მოვლენების შედეგს ახლა ამერიკის არჩევნებში ვხედავთ. პუტინის ერთი რეაქცია კონკრეტულად პროტესტს შეეხებოდა და მეორე რეაქცია იყო, რომ ეს მოძრაობა მოტივირებული დასავლეთიდან იყო. წარიმართა საუბარი ფინანსებზე, რომლითაც აქციის ორგანიზატორებს დასავლეთი უზრუნველყოფდა და ამ პროცესს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი უწევდა ორგანიზებას. უფრო ღია გახდა პუტინის შიში ოპოზიციის მიმართ, რადგან მანამდე იყო რევოლუციების ტალღა ცენტრალურ ევროპაში და აზიის ქვეყნებში. მან იფიქრა, რომ იგივე მოხდებოდა რუსეთშიც. რუსეთის მიერ დემოკრატების საარჩევნო შტაბში ჰაკერული თავდასხმის და არჩევნებზე ზეგავლენის მიზანი არა იმდენად ტრამპის გამარჯვება, არამედ კლინტონისთვის საპრეზიდენტო მარათონში ხელის შეშლა და დისკრედიტაცია იყო. პუტინისთვის კლინტონის გაპრეზიდენტება იყო ყველაზე ცუდი სცენარი.

ექსპერტების შეფასებით, ბოლოტნაიას აქციები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური იყო, მაგრამ თუკი 2011 წლის დეკემბერში, ყინვაში, ადამიანების უპრეცედენტო რაოდენობა გამოვიდა ქუჩაში, 2012 წლის გაზაფხულზე ეს მნიშვნელოვნად შემცირდა. 2012 წლის მარტში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, პრემიერ-მინისტრის პოსტიდან ვლადიმერ პუტინმა ისევ პრეზიდენტის სავარძელში გადაინაცვლა.

იანა გოროხოვსკაია: 2011 წლის აქციების შემდეგ, ხელისუფლებამ შექმნა ისეთი ბიუროკრატიული მექანიზმები, რომ ხალხს მობილიზების საშუალება არ ჰქონოდა. თუ მაგალითად აქციის გამართვა სამზე ან ხუთზე მეტ ადამიანს სურდა, ამისათვის ნებართვა ცენტრალური ხელისუფლებისგან ზოგჯერ 10 დღით ადრეც უნდა მიეღო. უფრო დაუნდობელი გახდა პოლიცია, რომელმაც პუტინის გაპრეზიდენტების შემდეგ ქუჩაში დარბევა დაიწყო. იჭერდნენ ადამიანებს, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ და სამართლებრივ დევნას ახორციელებდნენ. ქუჩაში გასვლას თუ გადაწყვეტდდი, იცოდი, იქ რაც გელოდა.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რუსეთში ქუჩაში საპროტესტოდ განწყობილი ადამიანების გამოსვლა შემცირდა. პოლიტიკური თემა, რის გამოც ბოლოს აქცია გაიმართა, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია იყო. 2011-2012 წლის წინააღმდეგობის შემდეგ, ხელისუფლებამ უფრო მეტი საკანონმდებლო ბარიერი შექმნა ქუჩაში აქციის გამართვის ორგანიზებასთან დაკავშირებით. ხელისუფლებამ უფრო მეტი ყურადღება მიაქცია პროსახელისუფლებო სამოქალაქო ინსტიტუტების შექმნას, რომლებიც დასავლეთიდან დაფინასნებულ არასამთავრობოებთან შედარებით მეტი პრივილეგიით სარგებლობენ და ინფორმაციასთან უფრო მეტი წვდომა აქვთ. კატერინა ტერტიჩნაია ჰარიმანის ინსტიტუტში გამართულ შეხვედრაზე იმ სოციალურ საკითხებზე საუბრობს, რის თაობაზეც მოსკოვში და რუსეთის სხვადასხვა რეგიონებში აქციები ბოლო დროს იშვიათად, მაგრამ მაინც იმართება.

კატერინა ტერტიჩნაია: სოციალური და ეკონომიური პროტესტი საყოველთაო დაუმორჩილებლობის აქციაში არასოდეს გადაზრდილა. ხალხი, ძირითადად მუშათა კლასი, საკუთარ მდგომარეობას აპროტესტებს. ითხოვენ ხელფასების მომატებას, ტრანსპორტის გადასახადის შემცირებას, პენსიების გაზრდას. მსგავსი აქციები, ძირითადად, კომუნისტური პარტიის მიერ არის ორგანიზებული, რომელიც მოსახლეობის სოციალური პრობლემებით აქტიურობს.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG