ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მექაში რელიგიური რიტუალი - ჰაჯი იწყება


ზეიმის აღნიშვნა შესაძლოა სირიის კონფლიქტმა გააუფერულოს

მუსლიმი მლოცველები საუდის არაბეთის ქალაქ მექაში ყოველწლიური რელიგიური რიტუალისთვის იკრიბებიან. ყოველი მუსლიმის მოვალეობაა, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაესწროს ჰაჯის რიტუალს. საუდის არაბეთის ხელისუფლება შიშობს, რომ ჰაჯის დღესასწაულის სრულფასოვნად აღნიშვნა შესაძლოა სირიის კონფლიქტმა შეაფერხოს.

საუდის არაბეთი სირიელ ამბოხებულებს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება მაშინ, როდესაც ირანი სირიის ხელისუფლების მოკავშირედ ითვლება.
XS
SM
MD
LG