ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა თურქეთი გააკრიტიკეს. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, ოფიციალური პირების მიერ მიტინგების დაბლოკვის გამო, გერმანიას და ნიდერლანდებს „ნაციზმში“ და „ფაშიზმში“ დასდო ბრალი, თურქეთის მთავრობის მცდელობები, ევროპის ქვეყნებში მიტინგები ჩაეტარებინა, მზარდი კამათის საგანი ხდებოდა.

კვირას, ერდოღანმა ნიდერლანდები გააფრთხილა, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ქვეყანაში არ შეშვების და სხვა მინისტრის ქვეყნიდან გაძევების გამო, „საფასურის გადახდა“ მოუწევს.

ერდოღანის თქმით, ეს იმისთვის გაკეთდა, რომ თურქი იმიგრანტების მიტინგი არ ჩატარებულიყო.

ჰოლანდიის პრემიერ მინისტრმა მარკ რუტემ, ერდოღანის კომენტარებს „მიუღებელი“, ნაციზმში დადანაშაულებას კი „გიჟური კომენტარი“ უწოდა.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG