ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰააგაში რატკო მლადიჩის სასამართლო განახლდა


ყოფილი სერბი სამხედრო მეთაური რატკო მლადიჩი დღეს ჰააგაში დაბრუნდა, სადაც საერთაშორისო სასამართლო მის საქმეს განიხილავს. მლადიჩს 1990 წლებში გენოციდისა და ომის დანაშაულების ჩადენაში ედება ბრალი.

ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო კრიმინალური ტრიბუნალი მლადიჩის საქმის ბოლო მოსმენებს მომდევნო სამი დღის განმავლობაში გამართავს. მოსალოდნელია, რომ მას გრძელვადიანი პატიმრობა შეეფარდება.

მლადიჩი 74 წლისაა. მისთვის წაყენებული 11 ბრალდებიდან ორი გენოციდის მოწყობაა. ის ბოსნიის კონფლიქტში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სისხლიანი ომი იყო ევროპაში, ერთ-ერთი მთავარი მეთაური იყო.

მლადიჩს ასევე ედება ბრალი ბოსნიის დედაქალქ სარაევოზე განხორციელებული 44 თვიანი ბლოკადის ორგანიზებაში, რომელმაც სულ ცოტა, 10 ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. კიდევ ერთი ომის დანაშაული, რომელშიც ის არის ბრალდებული, სრებრენიცას ხოცვა-ჟელტაა. მაშინ სერბმა მებრძოლებმა 8 ათასი მამაკაცი შეკრიბეს და სიკვდილით დასაჯეს.

XS
SM
MD
LG