ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ათასობით ადამიანი იძულებული გახდა საბერძნეთის ლესბოსის კუნძულებზე ლტოლვილების დასახლება ხანძრის გამო დაეტოვებინა.

მოხალისეების ინფორმაციით, მორიას ლტოლვილთა ბანაკიდან დაახლოებით 4 ათასი ადამიანია ევაკუირებული. აქამდე არ გავრცელებულა ინფორმაცია მსხვერპლის ან დაზიანებების შესახებ.

ლესბოსის კუნძულზე სულ 5400-მდე ლტოლვილი და მიგრანტი ცხოვრობს. 2015 წლიდან მოყოლებული საბერძნეთის აღმოსავლეთ კუნძულებზე დაახლოებით მილიონი ლტოლვილი ჩავიდა. ამჟამად საბერძნეთში სულ 60 000 ლტოლვილია.

XS
SM
MD
LG