ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმი დრამატული შედეგებით დასრულდა: საემიგრციო კრიზისის და სუვერენიტეტის თემების წინ წამოწევის ფონზე, ბრიტანელთა 51 პროცენტზე მეტმა ხმა ევროპის კავშირის დატოვებას დაუჭირა. რეფერენდუმში მონაწილეობა მოსახლეობის თითქმის 72-მა პროცენტმა მიიღო. ამომრჩეველთა ამგვარი აქტიურობა ბრიტანეთს ბოლო 20 წლის მანძილზე არ ახსოვს.

პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა განცხადება თანამდებობის ოქტომბერში დატოვების შესახებ გააკეთა. “ბრიტანელებმა სხვა გზის არჩევის ძალიან გამჭვირვალე გადაწყვეტილება მიიღეს და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ამ მიმართულებით სვლისთვის, ქვეყანას ახალი ხელმძღვანელობა სჭირდება” - განაცხადა კამერონმა ლონდონში დღეს დილით.

ევროკავშირის დატოვების კამპანიას კამერონის თანაპარტიელი კონსერვატიული პარტიიდან, ლონდონის ყოფილი მერი ბორის ჯონსონი მეთაურობდა. დიდი ბრიტანეთის მომავალ პრემიერად სწორედ მას მოიაზრებენ.

XS
SM
MD
LG