ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის მომავალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კაბინეტის ფორმირებაზე მუშაობას აგრძელებს. მასთან დაახლოებული წყაროები იტყობინებიან, რომ ნიუ-იორკის ყოფილი მერი რუდი ჯულიანი ამ ეტაპზე სახელმწიფო მდივნის პოსტზე წამყვანი კანდიდატია.

ჯულიანის დიდი ქალაქის მართვის გამოცდილება აქვს და ფედერალური პროკურორის პოსტზეც უმსახურია. მას საგარეო ურთიერთობებთან შეხება არასოდეს ჰქონდა, რაც უმეტეს შემთხვევაში ამ პოსტის მფლობელების შესარჩევ ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად ითვლება.

დაწინაურებამდე ჯონ კერი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გახლდათ. კონდოლიზა რაისი პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მრჩეველი იყო უსაფრთხოების საკითხებში. კოლინ პაუელსაც იგივე პოსტი ეკავა. მადლენ ოლბრაითი კი გაეროში ამერიკის შეერთებული სტატების ელჩი გახლდათ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG