ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სლოვაკეთის პრეზიდენტს შეხვდა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნიუ-იორკში სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანდრეი კისკას შეხვდა.

საუბრის მთავარი თემები გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიის ფარგლებში განსახილველი საკითხები, საქართველო-სლოვაკეთის ორმხრივი თანამშრომლობა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები იყო.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის გზაზე მიღწეული წარმატება ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ აღიარეს. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას ევროპარლამენტი მხარს დაუჭერს და ამ პროცესში სლოვაკეთი, როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა, საკუთარ წვლილს შეიტანს.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, ბოლო პერიოდში აქტიურად ვითარდება.
მხარეებმა ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირების გაღრმავების და სავაჭრო ბრუნვის ზრდის იმედი გამოთქვეს.

გიორგი კვირიკაშვილმა ანდრეი კისკას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

XS
SM
MD
LG