ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, ხაზი გაუსვა იმას, რომ საჭიროა თურქეთთან „უაღრესად დაძაბული“ ურთიერთობის „ნორმალიზება“.

ზიგმარ გაბრიელმა დღეს სკეპტიციზმით უპასუხა მისი ზოგიერთი კოლეგის მოწოდებას, რომ უცხოელი პოლიტიკოსების საკამპანიო გამოსვლების მიმართ ევროკავშირის წესების და სტანდარტების გამოყენება იქნას გათვალისწინებული.

ამჟამინდელი დაძაბულობის ცენტრალური ელემენტი თურქი მინისტრების ის გეგმაა, რომლითაც გერმანიაში და სხვაგანაც ახალი საკონსტიტუციო რეფერენდუმისთვის კამპანიის ჩატარება სურთ. რეფერენდუმი თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანს უფრო მეტ ახალ უფლებებს მიანიჭებდა.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG