ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

35 თურქი დიპლომატი გერმანიაში თავშესაფარს ითხოვს


გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გაკეთებული განცხადების მიხედვით, თავშესაფრის მოთხოვნით ბერლინს თურქეთის დიპლომატიური პასპორტის მქონე 35-მა მოქალაქემ მიმართა. სამინისტროს პრეს-სპიკერს თავშესაფრის მოთხოვნის მიზეზი არ დაუკონკრეტებია და არც ის უთქვამს, იმყოფებიან თუ არა თურქეთის მოქალაქეები ამჟამად გერმანიაში.

ბერლინში მდებარე თურქეთის საელჩოს კომენტარი გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებასთან დაკავშირებით ჯერ არ გაუკეთებია. თურქეთში 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან დღემდე 32 ათასზე მეტი ადამიანი დაიჭირეს, 100 ათასზე მეტი კი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

XS
SM
MD
LG