ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს გერმანიაში 21 წლის სირიელი დევნილი ჯაბერ ალბაქარი დააკავეს. ის აფეთქების მოწყობის დაგეგმვაში და დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირშია ეჭვმიტანილი. ძებნა მთელი ქვეყნის მასშტაბით იყო გამოცხადებული, რაც ბოლოს ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ლაიფციგში დასრულდა.

ალბაქარის ბინაში რამდენიმე ასეული გრამი ასაფეთქებელი ნივთიერება იპოვეს. მისი დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციას ეჭვმიტანილის ადგილსამყოფელის შესახებ სირიის სხვა მოქალაქემ დაურეკა. ალბაქარი გერმანიაში დამასკოდან ჩავიდა და იქ 2015 წლიდან იმყოფებოდა, მას შემდეგ, რაც დევნილის სტატუსი მიიღო.

XS
SM
MD
LG