ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანია თავშესაფრის უარყოფილი მაძიებლების ავღანეთში დეპორტაციას ახდენს


გერმანიამ ავღანელი თავშესაფრის მაძიებლების კიდევ ერთი ჯგუფი, დაახლოებით 50 ადამიანი, მიუნხენიდან სამშობლოში გაამგზავრა.

გასული წლიდან, ეს ამ ტიპის მესამე ავიარეისი იყო, რომელმაც „საერთაშორისო ამნისტიის“ და მემარცხენე პარტიების პროტესტი გამოიწვია.

გერმანიამ, გასულ წელს, თავშესაფარზე უარის მიღების შემდეგ, მიგრანტთა სარეკორდო რაოდენობის, 80 ათასის დეპორტაცია მოახდინა. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ 2017 წელს ეს რიცხვი გაიზრდება, რადგან კანცლერ ანგელა მერკელს, სექტემბრის არჩევნების წინ, კონსერვატიულად განწყობილი ამომრჩევლის მხარდაჭერის დაბრუნება სურს.

მერკელი, რომელიც ხელმეორედ ასარჩევად სექტემბრის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, მათი მხარდაჭერის დაკარგვის პირისპირ აღმოჩნდა, ვინც, 2015 წელს, მერკელის მიერ ლტოლვილებისთვის გერმანიის საზღვრების გახსნის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებო

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG