ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში ტერორიზმის წინააღმდეგ დაგეგმილი ზომების შესახებ განცხადებას აკეთებს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ გასულ თვეს მომხდარ ორ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიცია იმ იმიგრანტების დეპორტაციის პროცესს დააჩქარებს, ვისაც დანაშაული დაუმტკიცდათ. ასევე დეპორტირების საგანი იქნება ნებისმიერ პირი, ვინც „საზოგადოებრივ უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენს“.

ადგილობრივი მედია ასევე იუწყება, რომ ანტი-ტერორისტული ზომები ასევე მოიცავს ბურკას (ჩადრის) აკრძალვას, მექანიზმებს ორმაგი მოქალაქეობის წინააღმდეგ და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პოლიციელების რაოდენობის გაზრდას.

შინაგან საქმეთა მინისტრი ახლად მიღებულ ანტი-ტერორისტულ ზომებზე ოფიციალურ განცხადებას ხვალ გააკეთებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG