ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტს


ანრი ოხანაშვილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

დაახლოებით 9-საათიანი განხილვის შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი პლენარულ სხდომაზე ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტის მუხლობრივად განიხილვას.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიმართება კანონპროექტის მეორე მოსმენით, მუხლობრივად განხილვა პლენარულ სხდომაზე. პარლამენტის პლენარული სესია 30 აპრილს, 12:00 საათზე დაინიშნა, 15 წუთით ადრე კი ბიუროს სხდომა გაიმართება. სწორედ იქ მიიღებენ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, შეიტანონ თუ არა საკითხი დღის წესრიგში.

იმისთვის, რომ პარლამენტმა კანონპროექტი საბოლოოდ მიიღოს, კომიტეტსა და პლენარულ სხდომაზე ის სამ-სამი მოსმენით უნდა განიხილონ და კენჭი უყარონ. პარლამენტმა კანონპროექტის საბოლოო, მესამე მოსმენით მიღების სავარაუდო თარიღად 17 მაისი განსაზღვრა. პარლამენტმა „აგენტების კანონი“ 17 აპრილს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს, იურიდიული კომიტეტის სხდომის მიმდინარეობისას, მისმა თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის 14 დეპუტატი და არასამთავრობო ორგანიზაციების სამი წარმომადგენელი გააძევა, რომლებიც კანონპროექტის შესახებ კრიტიკულ შენიშვნებს გამოთქვამდნენ. ოხანაშვილი ოპონენტებს რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებდა, მათ შორის, შენიშვნას აძლევდა მიკროფონის გამორთვის შემდეგ საუბრის გაგრძელების გამო.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG