ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

150-დან 115: „ოცნებამ“ გეგმა გადაჭარბებით შეასრულა


ზურაბ ქურციკიძის (EPA) ფოტო

ზურაბ ქურციკიძის (EPA) ფოტო

მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, გეგმა გადაჭარბებით შეასრულა. ახალ პარლამენტში 113 მანდატის ნაცვლად -115 ადგილი მოიპოვა და როგორც მოსალოდნელი იყო, საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღო.

8 ოქტომბერს, აღებულ - 67 მანდატს (44 - პროპორციულით, 23 - მაჟორიტარულით), „ოცნებამ“ – 30 ოქტომბერს, მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში - კიდევ 48 დაუმატა. „ოცნებასვე“ ეკუთვნის, მთაწმინდის მაჟორიტალური ოლქის მანდატიც, ვინაიდან, აქ გამარჯვებულ, ყოფილ საგარეო მინისტრ სალომე ზურაბიშვილს სწორედ მმართველი პარტია უჭერდა მხარს.

პარადოქსია, მაგრამ, „ქართული ოცნების“ სრული ტრიუმფი, მისი მხარდამჭერების მნიშვნელოვანი კლებისა და „გადაუწყვეტელი ამომრჩევლის“ პროცენტულის წილის მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე მოხდა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, „ქართულმა ოცნებამ“ - 327 950 ხმით ნაკლები მიიღო (2012-ში -1 184 588, 2016-ში - 856 638). რაც შეეხება მოქალაქეთა აქტიურობას, 2016 წლის არჩევნებზე - 345 348 ამომრჩევლით ნაკლები მივიდა (2012-ში: 3 613 851რეგისტრირებული ამომრჩევლიდან არცევნებზე 59,76 % - 2 159 624 გამოცხადდა; 2016-ში: 3 513 884 მხოლოდ 1 814 276 – 51,63 %)

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ ასეთი პარადოქსი მთლიანად, ამჟამინდელი საარჩევნო სისტემის „დამსახურებაა“, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა და შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ აღარ შეცვალა.

მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში, "ქართულ ოცნებას" მთავრობის დასაკომპლექტებლადაც კი დასჭირდებოდა კოალიციის შეკვრა სხვა პოლიტიკურ ძალებთან, პროპორციულში მიღებული 48%-ით ის მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებდა, თუმცა, მაჟორიტარული სისტემის წყალობით, დღეს, ჩვენ უკვე, საკონსტიტუციო უმრავლესობაზე ვსაუბრობთ.“

„მმართველი პარტიის ხელში გადადის ქვეყნის მმართვის აბსოლუტურად ყველა ინსტრუმენტი, რაც ცხადია, მაღალ პოლიტიკურ რისკებს აჩენს - ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პროცესების თვალსაზრისით. ცხადია, არსებულ საარჩევნო სისტემას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ამ შედეგში.

იმიტომ, რომ რეალურად „ქართული ოცნებას“, მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში, მთავრობის დასაკომპლექტებლადაც კი დასჭირდებოდა კოალიციის შეკვრა სხვა პოლიტიკურ ძალებთან, პროპორციულში მიღებული 48%-ით ის მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებდა, თუმცა, მაჟორიტარული სისტემის წყალობით, დღეს, ჩვენ უკვე, საკონსტიტუციო უმრავლესობაზე ვსაუბრობთ.“

კიდევ ერთი პარადოქსი, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხაშურის მაჟორიტარული ოლქი გახდა. პროპორციულ არჩევნებში, 8 ოქტომბერს, აქ „ქართულმა ოცნებამ“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, თუმცა პირწმინდად წააგო, მაჟორიტარული არჩევნების, როგორც პირველი, ისე მეორე ტური „მრეწველთა“ კანდიდატთან.

„მრეწველებმა“, მთელი საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ არჩევნებში ხმების მხოლოდ - 0,78% (13788 ხმა) დააგროვეს. დაახლოებით, ამდენივე ხმა, მათმა კანდიდატმა, კონტრდაზვერვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, გენერალმა სიმონ ნოზაძემ (12405 ხმა) მხოლოდ ხაშურში აიღო და „ქართული ოცნების“ კანდიდატი, მოქმედი დეპუტატი ვალერი გელაშვილი დიდი უპირატესობით დაამარცხა.

155 - ოცნება, 27 - ნაციონალები, 6 - პატრიოტები, 1 - მრეწველები, 1 - დამოუკიდებელი

155 - ოცნება, 27 - ნაციონალები, 6 - პატრიოტები, 1 - მრეწველები, 1 - დამოუკიდებელი

მომავალ პარლამენტში: „ნაციონალური მოძრაობის“ – 27, „პატრიოტთა ალიანსის“ - 6 და „მრეწველების“ - ერთ დეპუტატს მხოლოდ დამკვირვებლად აქცევს, „ქართული ოცნების“ 116 მანდატი ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობა.

რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი ასევე მიიჩნევს, რომ ერთი პოლიტიკური ძალის ხელში ამხელა ძალაუფლების კონცენტრირება საფრთხის შემცველია, რაზეც საქართველოს უახლოესი ისტორიაც მეტყველებს

ჩვენი კანონმდებლობით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მინიმუმ 75%-იანი ლეგიტიმაცია სჭირდება. ამ დროს, „ოცნებას“ არჩევნები მოგებული აქვს 48%-ით, ანუ ეს არის ნახევარზე ცოტა ნაკლები. მაგრამ ჩვენი მახინჯი საარჩევნო სისტემის წყალობით, რომელიც სწორედ „ოცნების“ წინააღმდეგობის გამო არ შეიცვალა, ახლა ვდგავართ ამ რეალობის წინაშე.“

„პრაქტიკას თუ გადავხედავთ, როგორ იყენებდა საქართველოში ნებისმიერი ხელისფლება საკონსტიტუციო უმრავლესობას, წინა ხელისუფლება როგორ იყენებდა, იმის წინა, როგორ იყენებდა, როცა ჰქონდა შესაძლებლობა რომ რაღაც შეეცვალა კონსტიტუციაში, ბუნებრივია, ასეთი პრაქტიკიდან გამომდინარე ეს ნებისმიერ შემთხვევაში საფრთხეა.

მეორე პრობლემაა, რომ ჩვენი კანონმდებლობით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მინიმუმ -75%-იანი ლეგიტიმაცია სჭირდება. ამ დროს, „ოცნებას“ არჩევნები მოგებული აქვს 48%-ით, ანუ ეს არის ნახევარზე ცოტა ნაკლები. ანუ ნახევარზე ცოტა ნაკლების ლეგიტამაცია აქვთ, მაგრამ ჩვენი მახინჯი საარჩევნო სისტემის წყალობით, რომელიც სწორედ „ოცნების“ წინააღმდეგობის გამო არ შეიცვალა, ახლა ვდგავართ ამ რეალობის წინაშე.“

არჩევნებში გამარჯვებული „ქართული ოცნების“ მომავალი გეგმებიდან, ჯერჯერობით, დადასტურებულად, ცნობილია, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, კვლავ, „ოცნების“ საპარლამენტი სიის ლიდერი - გიორგი კვირიკაშვილი დაიკავებს. სავარაუდოდ, მთავრობის წევრები გახდებიან: სიის მეორე და მეხუთე ნომრები: კახი კალაძე და გიორგი გახარია.

კვირიკაშვილი ისევ პრემიერი იქნება, პარლამენტის თავჯდომარე კი შეიძლება, ირაკლი კობახიძე გახდეს

კვირიკაშვილი ისევ პრემიერი იქნება, პარლამენტის თავჯდომარე კი შეიძლება, ირაკლი კობახიძე გახდეს

რაც შეეხება პარლამენტის თავჯდომარის პოსტს, მას, საპარლამენტო სიის მესამე ნომერი, იურისტი ირაკლი კობახიძე უმიზნებს. 38 წლის კობახიძე, რომელიც დიუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის ხარისხს ფლობს, 2015 წლიდან პარტიის აღმასრულებელი მდივანია. მანამდე, 14 წლის მანძილზე, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში (USAID, სოროსის ფონდი, UNDP) მუშაობდა.

ირაკლი კობახიძე, ქართველი პოლიტიკოსის, მესამე და მეოთხე მოწვევის პარლამენტის წევრის, გიორგი კობახიძის ვაჟია. სხვადასხვა წლებში მამამისი ეროვნული კონგრესის, ეროვნულ-დემოკრატიული და სახალხო პარტიების წევრი იყო. ბოლოს კი სახალხო კრებას წარმოადგენდა. 2015 წელს, როცა კობახიძე უმცროსი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი გახდა, გიორგი კობახიძემ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს პარლამენტში გასული 150 დეპუტატი

ქართული ოცნება - 115

პროპორციული სიით - 44

1. გიორგი კვირიკაშვილი, 2. კახა კალაძე, 3. ირაკლი კობახიძე, 4. თამარ ჩუგოშვილი, 5. გიორგი გახარია, 6. აკაკი ზოიძე, 7. თამარ ხულორდავა, 8. რომან კაკულია, 9. სოფო ქაცარავა, 10. ირინე ფრუიძე, 11. კახაბერ კუჭავა, 12. მანანა კობახიძე,13. ეკა ბესელია, 14. ზვიად კვაჭანტირაძე, 15. ზვიადი ძიძიგური, 16. გია ჟორჟოლიანი, 17. გიორგი გაჩეჩილაძე , 18. ირაკლი კოვზანაძე, 19. რუსლან პოღოსიანი, 20. მახირ დარზიევი, 21. არჩილ ხაბაძე, 22. ლერი ხაბელოვი, 23. სამველ მანუკიანი, 24. ვიქტორ ჯაფარიძე, 25. ალექსანდრე ქანთარია, 26. ისკო დასენი, 27. დიმიტრი სამხარაძე, 28. ვანო ზარდიაშვილი, 29. შოთა შალელაშვილი, 30. ერეკლე ტრიპოლსკი, 31. მირიან წიკლაური, 32. გიორგი კახიანი, 33. რევაზ არველაძე, 34. დიმიტრი ცქიტიშვილი, 35. გიგა ბუკია, 36. თეიმურაზ კოხრეიძე, 37. თეიმურაზ ჭკუასელი, 38. სვეტლანა კუდბა, 39. რატი იონათამიშვილი, 40. დიმიტრი ხუნდაძე, 41. ოთარ ჩრდილელი, 42. ალექსანდრე ერქვანია, 43. ენძელა მაჭავარიანი, 44. გია ბენაშვილი

მაჟორიტარული სიით - 71

45. ზაზა ხუციშვილი, 46. მამუკა მდინარაძე, 47. ნინო გოგუაძე, 48. გიორგი ვოლსკი, 49. ირაკლი შიოლაშვილი, 50. სავალან მირზოევი, 51. გოდერძი ჩანქსელიანი, 52. გოგი მეშველიანი, 53. კახა ოქრიაშვილი, 54. რუსლან გაჯიევი, 55. ზაქარია ქუცნაშვილი, 56. გიორგი თოთლაძე, 57. გედევან ფოფხაძე, 58. ენზელ მკოიანი, 59. ელგუჯა გოცირიძე, 60. პაატა კვიჟინაძე, 61. გრიგოლ ლილუაშვილი, 62. გრიგოლ მიქელაძე, 63. ცოტნე ზურაბიანი, 64. გოჩა ენუქიძე, 65. არჩილ თალაკვაძე, 66. ოთარი დანელია, 67. ანზორ ბოლქვაძე, 68. ბიძინა გეგიძე, 69. ლევან გოგიჩაიშვილი, 70. ბექა ოდიშარია, 71. ირაკლი აბისერიძე, 72. დავით ჭიჭინაძე 73. ბექა ნაცვლიშვილი, 74.გიორგი მოსიძე, 75. მარიამ ჯაში, 76. შოთა ხაბარელი, 77. ზაზა პაპუაშვილი 78. ილია წულაია, 79. სოფიო კილაძე, 80. მიხეილ ყაველაშვილი, 81. ზაზა გაბუნია 82. კობა კობალაძე 83. ლევან კობიაშვილი, 84. ლევანი კობერიძე, 85. რომან მუჩიაშვილი, 86. დავით სონღულაშვილი, 87. გურამ მაჭარაშვილი, 88. ირაკლი სესიაშვილი , 89. გელა სამხარაული, 90. პაატა მხეიძე , 91. გიორგი ბეგაძე , 92. თამაზ ნავერიანი , 93. დიმიტრი ხუნდაძე, 94. ირაკლი მეზურნიშვილი , 95. იოსებ მაკრახიძე , 96. თენგიზი ხუბულური, 97. გიორგი კოპაძე, 98. გენადი მარგველაშვილი , 99. დიმიტრი მხეიძე, 100. კობა ნარჩემაშვილი, 101. კობა ლურსმანაშვილი, 102. შალვა კიკნაველიძე, 103. სულხან მახათაძე, 104. ნინო წილოსანი, 105. ირაკლი ხახუბია, 106. ირაკლი ბერაია, 107. მერაბი ქვარაია, 108. ირაკლი ბერაია, 109. ედიშერ თოლორაია, 110. გოგა გულორდავა, 111. ფატი ხალვაში, 112. ლევან ბეჟანიძე, 113. მუხრან ვახტანგაძე, 114. კობა ნაკაიძე, 115. ილია ნაკაშიძე

ნაციონალური მოძრაობა - 27

პროპორციული სიით - 27

1. დავით ბაქრაძე , 2. სანდრა რულოვსი, 3. ელენე ხოშტარია, 4. რომან გოცირიძე, 5. ნიკანორი მელია , 6. გიორგი ტუღუში , 7. ოთარი კახიძე, 8. სალომე სამადაშვილი, 9. ირაკლი აბესაძე , 10. სერგი კაპანაძე , 11. სერგო რატიანი, 12. გიორგი კანდელაკი , 13. ლელა ქებურია , 14. აკაკი ბობოხიძე , 15. გიგა ბოკერია, 16. კობა ნაყოფია , 17. ირმა ნადირაშვილი , 18. მამუკა ჩიქოვანი , 19. თინათინ ბოკუჩავა, 20. რამაზ ნიკოლაიშვილი, 21. ზურაბ ჭიაბერაშვილი , 22. ლაშა დამენია , 23. ხათუნა გოგორიშვილი, 24. თენგიზ გუნავა , 25. ზაზა კედელაშვილი , 26. აზერ სულეიმანოვი, 27. გიგი წერეთელი

პატრიოტთა ალიანსი - 6

პროპორციული სიით - 6

1. ირმა ინაშვილი, 2. ადა მარშანია , 3. ნატო ჩხეიძე , 4. გიორგი ლომია, 5. გელა მიქაძე, 6. ემზარ კვიციანი

თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო - 1

მაჟორიტარული სიით - 1

1. სიმონ ნოზაძე

დამოუკიდებელი - 1

მაჟორიტარული სიით - 1

1. სალომე ზურაბიშვილი

XS
SM
MD
LG