ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვანო მერაბიშვილს 5 წლიანი პატიმრობა შეეფარდა


მერაბიშვილს კერძო მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევაში დაუმტკიცდა ბრალი

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დღეს ვანო მერაბიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ზურაბ ჭიაბერაშვილს კი 50 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნათია ბარბაქაძემ მიიღო. მერაბიშვილისთვის წარდგენილ ბრალდებებში ცვლილება მოხდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერაბიშვილს კერძო მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევაში დაუმტკიცდა ბრალი. ეს დანაშაული თავისუფლების 3 წლით აღკვეთას ითვალისწინებს. დამატებით 2 წელი მერაბიშვილს ამომრჩევლის მოსყიდვისგამო შეეფარდა.

აღნიშნული 5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა განახევრებული სასჯელია, რომელიც მერაბიშვილს გაფლანგვის მუხლით გასამართლების შედეგად მიესაჯა. გაფლანგვის მუხლით გათვალისწინებულ 10 წლიან პატიმრობას ამნისტია შეეხო და განახევრდა.

სასამართლომ ზურაბ ჭიაბერაშვილიც დამნაშავედ სცნო, თუმცა მისი დანაშაულები, რომლებიც 52 ათასი ლარის ჯარიმის სახით გადახდას ითვალისწინებდა, ნაკლებად მძიმედ იქნა მიჩნეული. მოსამართლემ მას ჯარიმა 2 ათასი ლარით შეუმცირა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჭიაბერაშვილს უკან დაუბრუნდება გირაოს სახით გადახდილი 20 ათასი ლარი.

XS
SM
MD
LG