ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიტიკური ელიტა ტერიტორიულ მთლიანობაზე ვერაფერს ამბობს


დევნილების დაბრუნების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის თემები მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიაში აქტუალური აღარ არის
დევნილების დაბრუნების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის თემები მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიაში აქტუალური აღარ არის
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:45 0:00
ბმული

სამუშაო ადგილების შექმნა, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა - ფაქტობრივად ყველა სოციოლოგიურ გამოკითხვაში ასეთი რიგითობით გვხდება სამი ძირითადი პრიორიტეტი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

"ეროვნულ დემოკრატიული ინსტუტუტის" ერთ-ერთი ბოლო გამოკითხვით, პრიორიტეტულ საკითხებში სამუშაო ადგილების საკითხი ლიდერობს .ეს თემა გამოკითხულთა 58 პროცენტმა ყველაზე მნიშვნელოვნდა მიიჩნია, 33-33 პროცენტით, მოსახლეობამ მომდევნო პრიორიტეტებად ჯანდაცვა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი დაასახელა.

როგორც ეროვნულ დემოკრატიული ინსტუტუტის, ისე "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა" და "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის" გამოკითხვებიდან ჩანს, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, რომელიც ავტომატურად არის მიბმული დევნილთა დაბრუნების საკითხზე, საქართველოს საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხად რჩება.

2008 წლის წინასაარჩევნო კამპანიებისგან განსახვავებით, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა ღია ტექსტით პირდებოდნენ ელექტორატს ტერიტორიების და დევნილების დაბრუნებას, დღეს, აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და დევნილების თემა მთლიანად იგნორირებულია. საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის წარმომადგენელი მარინე მუსხელიშვილი ამბობს:

„2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილი რიტორიკა განპირობებული იყო შემდეგი ფაქტორებით. ოპოზიცია მუდმივად აპელირებდა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების თემებით, ეს თემა კი სააკაშვილისთვის მომგებიანი არ იყო. უნდა გადაეფარა სხვა თემებით.

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შეეცადა გადაეფარა სიღარიბისა და ნატოს თემებით და პრაქტიკულად წააგო არჩევნები. საპარლამენტო არჩევნებისკენ ნატოს თემა ვეღარ იმუშავებდა, იქედან გამომდინარე თუ როგორ წარიმართა მოვლენები, სიღარიბის თემაზე საზოგადოებამ აშკარად სააკაშვილის ვერ დაუჯერა და მას სჭირდებოდა ლეგიტიმაცია საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

ყველასთვის ცხადი იყო, რომ სხვა ვითარებაში როგორც მინიმუმ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უნდა დანიშნულიყო. სააკაშვილს შეუსტუტდა ლეგიტიმაცია და მას სჭირდებოდა ლეგიტიმაცია. ამიტომ ტერიტორიული მთლიანობის თემა მის მიერ წამოწეული იყო ხელოვნურად.

ოპოზიცია ისევ და ისევ იდგა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების თემაზე, საზოგადოება 20 წელია ერთ მთავარ თემას ასახელებს, ეს არის უმუშევრობა, სიღარიბე და სოციალური პრობლემები.

ამიტომ ის თემა რომელიც წამოიწია ეს არ იყო ბუნებრივად განვითარებული, ეს უბრალოდ სააკაშვილს ძალაუფლების შენარჩუნებისთვის სჭირდებოდა. მან დაიწყო ეს თემა, ააგორა ეს თემა ბოლომდე, მან ფაქტიურად ფსონში ჩადო, რულეტკა ითამაშა, დიდ რისკზე წავიდა, ფსონში ჩადო საქართველოს ტერიტორიები და წააგო.“

მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილ პიარ-პროგრამაში „ხელშეკრულება საქართველოსთან“ ტერიტორიული მთლიანობის თემას ასევე ვერ შეხვდებით. აქ მთავარი მესიჯიებია - „მეტი სარგებელი ხალხს“, „განახევრდება უმუშევრობა“, „ჯანდაცვის დაზღვევა ექნება ყველას“, „გაორმაგდება სოფლის მეურნეობა“ და „ყველა ოჯახი მიიღებს 1000 ლარიან ვუჩერს“.

ნაცმოძრაობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, აფხაზეთის განყოფილებაში სულ სამი წინადადება წერია. „აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. დღეს ის ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენ პირობას ვდებთ, რომ მისი დეოკუპაციის შემდეგ აფხაზეთი იქნება ყველაზე წარმატებული და სტაბილური ავტონომიური რეგიონი საქართველოში.“ ზუსტად ანალოგიური ტექსტია სამაჩაბლოს განყოფილებაშიც. მარინე მუსხელიშვილი ამბობს:

„ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არის დღესდღეობით უკან გადაწეული არა მხოლოდ პროპაგანდაში, არამედ საზოგადოების ცნობიერებაშიც. ყველას ესმის რომ ეს არის გრძლევადიანი პრობლემა.

ეს არ არის ის პრობლემა, რომელზეც შეიძლება ცალმხრივად დაპირდე საზოგადოებას რომ გადაწყვეტ, თუ ამას პირდები საზოგადოებას, ქვეტექსტი ამ დაპირების არის ის, რომ მე წავალ გამწვავებაზე.

ტერიტორიული პრობლემის მოგვარება არის ორმხრივი ან მრავალმხრივი მოლაპარაკების საკითხი, ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ქართულ მხარეზე.

როდესაც სააკაშვილი პირდებოდა ელექტორატს, რომ გადავწყვეტ ტერიტორიულ მთლიანობას, ამის ქვეტექსტი იყო ის, რომ მე წავალ გამწვავებაზე, დაპირისპირებაზე, მე არ მაინტერესებს ამ საკითხზე სხვა მხარეების აზრი. ეს არ არის ის პოლიტიკა და ის სტრატეგია, რომელიც დღეს შეიძლება გაჟღერდეს და იმუშაოს.

მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება ეს მოხდეს, თუ სააკაშვილმა გადაწყვიტა ახალი დაპირისპირების აგორება რუსეთთან. მე მგონია რომ ეს უბრალოდ შეუძლებელია.“

ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ვერც „ნაციონალური მოძრაობის“ ძირითადი ოპონენტის - ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართულ ოცნების“ პროგრამულ პრინციპებში აღმოაჩენთ.

„ღირსეული სამუშაო ყველას“, „ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და განათლება“ და „წელში გამართული სოფელი“ - ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ეს მესიჯები დააგზავნა „ქართული ოცნების“ პირველ გრანდიოზულ მიტინგზე თბილისში. შემდეგ ყველა ეს მესიჯი „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მესიჯები გახდა.

ივანიშვილი ამბობს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტების გასაღები მოსკოვში დევს და გამარჯვების შემთვევაში იგი შეეცდება რუსეთთან ურთიერთობა დაალაგოს, თუმცა არ ხსნის ამას როგორ აპირებს.

ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გარდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიაში ასევე თითქმის არ გხვდება დემოკრატიისაა და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების თემები.

XS
SM
MD
LG