ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სააკაშვილმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პრეზიდენტის სასახლეში გააკეთა

მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ივანე მერაბიშვილი დანიშნა. ამის შესახებ პრეზიდენტმა განცხადება პრეზიდენტის სასახლეში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

ივანე მერაბიშვილი 2004 წლის 31 დეკემბრიდან დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მან ნიკოლოზ გილაური შეცვალა, რომელსაც ეს პოსტი 2009 წლის 6 თებერვლის შემდეგ ეკავა.

„ჩემი მთავარი მიზანი იქნება - მეტი სარგებელი ხალხს“ - განაცხადა ახლადდანიშნულმა პრემიერმა. ვანო მერაბიშვილმა მთავრობის კაბინეტის სამოქმედო გეგმა და ახალი შემადგენლობა პარლამენტს განსახილველად ორი დღის განმავლობაში უნდა წარუდგინოს.

ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მინისტრთა კაბინეტს ერთი ახალი უწყება, დასაქმების სამინისტრო შეემატება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG