ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხელისუფლება და ოპოზიცია სტიქიით დაზარალებულებს ეხმარებიან


წინასწარი შეფასებით, სტიქიამ ყველაზე მეტად თელავის რაიონი დააზარალა

საქართველოს ხელისუფლება კახეთში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის კომპენსაციების გაცემის პირობას იძლევა. ფულადი თანხები გაიცემა იმ ოჯახებისთვის, რომელთა ნაკვეთებიც 19 ივლისს ძლიერი სეტყვის და ქარის დროს განადგურდა. ხელისუფლების წინასწარი შეფასებით, სტიქიამ ყველაზე მეტად თელავის რაიონი დააზარალა, სადაც ქარმა სახურავები გადახადა 770 შენობას და სახლს. სეტყვამ კი 6800 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა გაანადგურა.

გურჯაანში, ყვარელსა და ლაგოდეხში 5400 ჰექტარი სავარგული განადგურდა. სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის მობილიზებულია თავდაცვის სამინისტროს რეზერვისტთა დანაყოფები.

სტიქიით დაზარალებულთათვის დახმარების მზადყოფნა გამოთქვა ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა. ის ამ მიზნით სასამართლოს მიერ მითითებულ ანგარიშზე 10 მილიონ ლარს გადარიცხავს.
XS
SM
MD
LG