ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხს.ბრიუსელში გამართულ პლენარულ სხდომაზე ამ წინადადებას მიემხრო 553 დეპუტატი. 66 წინააღმდეგი იყო, ხოლო 28 პარლამენტარმა თავი შეიკავა.

დღევანდელი გადაწყვეტილება საქართველოსთვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის ავტომატურად ამოქმედებას არ ნიშნავს. დარჩენილია ცალკეული ტექნიკური პროცედურები. უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრდა 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის წევრობის 4 კანდიდატ ქვეყანას.

ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას საქართველოს მოქალაქეებს აფხაზ და ოს თანამემამულეებს, მიულოცა. “ამ მიღწევის შედეგებს არამარტო ქართველები, არამედ მთელი ევროპა მოიმკის გამომდინარე იმ მნიშვნელოვანი წვლილიდან რასაც ქართველები, ქართული კულტურა, საქართველოს მოქალაქეები ითამაშებენ ევროპაში და იმ მნიშვნელოვანი წვლილისგან, რასაც ევროპელები თამაშობენ ქართულ რეალობაში,” ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG