ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი პარლამენტი სამპარტიული იქნება


150 ადგილიან პარლამენტში, "ქართულ ოცნებას" 117 დეპუტატის გაყვანაზე აქვს პრეტენზია
150 ადგილიან პარლამენტში, "ქართულ ოცნებას" 117 დეპუტატის გაყვანაზე აქვს პრეტენზია

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტს, დიდი ალბათობით, სამი პარტია დააკომპლექტებს. სამდღიანი ცხარე მსჯელობის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭომ, ხმების უმრავლესობით, უმაღლესს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო და ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მოწოდების მიუხედავად, ბოიკოტზე უარი თქვა.

პროპორციული არჩევნებში, „ნაციონალებმა“ ხმების 27,11% აიღეს და ახალ პარლამენტში, ამ დროისთვის - 27 დეპუტატი შეჰყავთ. მთავარი ოპოზიციური პარტია მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება, სადაც მათი 44 კანდიდატი გავიდა.

მეუღლეს წინააღმდეგობის მიუხედავად, სანდრა რულოვსი პარლამენტის წევრი ხდება
მეუღლეს წინააღმდეგობის მიუხედავად, სანდრა რულოვსი პარლამენტის წევრი ხდება

უკვე პარლამენტის წევრია ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მეუღლე, ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი. პარალელურად იგი აგრძელებს ბრძოლას ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში. აქ, განმეორებითი კენჭისყრა ჯიხაშკარისა და განმუხურის დარბეულ უბნებზე გაიმართება, სადაც დაფიქირებული შედეგები ცსკო-მ ბათილად სცნო.

ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება, შევიდეს პარლამენტში, აჩვენებს, რომ პარტია მიხეილ სააკაშვილის გავლენისგან გათავისუფლებას ცდილობს.

რა თქმა უნდა, გარკვეული გავლენა, სააკაშვილს ისევ აქვს პარტიაზე, თუმცა, პოლიტსაბჭოზე კენჭისყრით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა ამ ეტაპზე, სააკაშვილისგან დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება“
კახა გოგოლაშვილი, ევროპული კვლევების ცენტრი

„ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რომ სრულყოფილი პარლამენტი გვქონდეს. პარლამენტში იყოს, როგორც მმართველი ძალა, ისე ოპოზიცია. გამოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს უკვე არის პოლიტიკური ძალა, რომელიც მიხეილ სააკაშვილისგან დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას.

რა თქმა უნდა, გარკვეული გავლენა, სააკაშვილს ისევ აქვს პარტიაზე, თუმცა, პოლიტსაბჭოს ბოლო გადაწყვეტილებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა ამ ეტაპზე, თვითგამორკვევა და სააკაშვილის ქარიზმისგან გათავისუფლება.“

მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, რომელმაც 8 ოქტომბერს, ხმების 48,67% მიიღო, ამ ეტაპზე, ახალ პარლამენტში - 67 დეპუტატი შეჰყავს. პროპორციული არჩევნებით მათ - 44 კანდიდატი გაიყვანეს, ხოლო მაჟორიტარულით - 23.

„ქართული ოცნების“ დამატებით 49 კანდიდატია გასული მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში. მეორე ტურშია, მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილიც, რომელსაც ასევე „ქართული ოცნება“ უჭერს მხარს. მისი მეტოქე, „ნაციონალი“, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა იქნება.

სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურში "ქართული ოცნების" მხარდაჭერით გავიდა
სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურში "ქართული ოცნების" მხარდაჭერით გავიდა

50-დან 44 მაჟორიტარულ ოლქში, მეორე ტურში, ერთმანეთს სწორედ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები დაუპირისპირდებიან.

მცხეთაში და ლანჩხუთი-ჩოხატაურის ოლქებში "ოცნებას" ოპონირებას დამოუკიდებელი კანდიდატები გაუწევენ; ხაშურში - „თოფაძე მრეწველები“, ხოლო - ჭიათურაში „თავისუფალი დემოკრატები“. გორში „ქართული ოცნების“ კანდიდატი უკონკურენტოდ დარჩა, მას შემდეგ რაც, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და პოლიტიკიდან წავიდა.

„ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებულები არიან, რომ ყველა, დარჩენ მაჟორიტარულ ოლქში, დამაჯერებლად გაიმარჯვებენ და ახალ პარლამენტში, საკონსტიტუციო უმრავლესობით - 117 დეპუტატით შევლენ.

სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) დირექტორი ზვიად დევდარიანი არსებული "მახინჯი საარჩევნო სისტემის" შედეგს უწოდებს იმ ფაქტს, რომ პოლიტიკური ძალა, რომელმაც 3 513 884 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან, მხოლოდ 856 529 ხმა მიიღო, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას აგროვებს:

საპარლამენტო არჩევნებზე მივიდა ამომრჩეველთა 50%, აქედან, ამ 50%-ის ნახევარმა დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“ და ეს პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს საქართველოს ამომრჩევლის ნახევრის ნახევრის ლეგიტიმაცია, მოგვევლინება საკონსტიტუციო უმრავლესობით პარლამენტში"
ზვიად დევდარიანი, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს დირექტორი

„საპარლამენტო არჩევნებზე რეალურად მივიდა ამომრჩეველთა 50%, აქედან, ამ 50%-ის ნახევარმა დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“ და ეს პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს საქართველოს ამომრჩევლის ნახევრის ნახევრის ლეგიტიმაცია, მოგვევლინება საკონსტიტუციო უმრავლესობით პარლამენტში. ეს მოსალოდნელიც იყო არსებული საარჩევნი სისტემის პირობებში.“

ბოლო მონაცემებით, პარლამენტში 6 დეპუტატით შედის „პატრიოტთა ალიანსი“, მათ ამ დროისთვის, ხმების ზუსტად - 5 % აქვთ, თუმცა, ეს ციფრები გადამოწმებისა და დაზუსტების პროცესშია და არ გამორიცხავენ, რომ ის კიდევ შეიცვალოს.

ირმა ინაშვილი და ემზარ კვიციანი პარლამენტში შედიან
ირმა ინაშვილი და ემზარ კვიციანი პარლამენტში შედიან

ამავე დროს, "საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ (gdi.ge) გამოთქვა ეჭვი, რომ "პატრიოტთა ალიანსის" მიერ ბარიერის გადალახვას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის „უცნაურმა გადაწყვეტილებებმაც“ შეუწყო ხელი.

საქართველოს პარლამენტში ამ დროისთვის გასული დეპუტატები

ქართული ოცნება - 67

პროპორციული სიით - 44

1. გიორგი კვირიკაშვილი, 2. კახა კალაძე, 3. ირაკლი კობახიძე, 4. თამარ ჩუგოშვილი, 5. გიორგი გახარია, 6. აკაკი ზოიძე, 7. თამარ ხულორდავა, 8. რომან კაკულია, 9. სოფო ქაცარავა, 10. ირინე ფრუიძე, 11. კახაბერ კუჭავა, 12. მანანა კობახიძე,13. ეკა ბესელია, 14. ზვიად კვაჭანტირაძე, 15. ზვიადი ძიძიგური, 16. გია ჟორჟოლიანი, 17. გიორგი გაჩეჩილაძე , 18. ირაკლი კოვზანაძე, 19. რუსლან პოღოსიანი, 20. მახირ დარზიევი, 21. არჩილ ხაბაძე, 22. ლერი ხაბელოვი, 23. სამველ მანუკიანი, 24. ვიქტორ ჯაფარიძე, 25. ალექსანდრე ქანთარია, 26. ისკო დასენი, 27. დიმიტრი სამხარაძე, 28. ვანო ზარდიაშვილი, 29. შოთა შალელაშვილი, 30. ერეკლე ტრიპოლსკი, 31. მირიან წიკლაური, 32. გიორგი კახიანი, 33. რევაზ არველაძე, 34. დიმიტრი ცქიტიშვილი, 35. გიგა ბუკია, 36. თეიმურაზ კოხრეიძე, 37. თეიმურაზ ჭკუასელი, 38. სვეტლანა კუდბა, 39. რატი იონათამიშვილი, 40. დიმიტრი ხუნდაძე, 41. ოთარ ჩრდილელი, 42. ალექსანდრე ერქვანია, 43. ენძელა მაჭავარიანი, 44. გია ბენაშვილი

მაჟორიტარული სიით - 23

45. ზაზა ხუციშვილი, 46. მამუკა მდინარაძე, 47. ნინო გოგუაძე, 48. გიორგი ვოლსკი, 49. ირაკლი შიოლაშვილი, 50. სავალან მირზოევი, 51. გოდერძი ჩანქსელიანი, 52. გოგი მეშველიანი, 53. კახა ოქრიაშვილი, 54. რუსლან გაჯიევი, 55. ზაქარია ქუცნაშვილი, 56. გიორგი თოთლაძე, 57. გედევან ფოფხაძე, 58. ენზელ მკოიანი, 59. ელგუჯა გოცირიძე, 60. პაატა კვიჟინაძე, 61. გრიგოლ ლილუაშვილი, 62. გრიგოლ მიქელაძე, 63. ცოტნე ზურაბიანი, 64. გოჩა ენუქიძე, 65. არჩილ თალაკვაძე, 66. ოთარი დანელია, 67. ანზორ ბოლქვაძე

"მოქალაქეთა კავშირისა" (1999-2003) და "ნაციონალური მოძრაობის" (2004-2016) შემდეგ, ენზელ მკოიანი ამჯერად დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" გახდა
"მოქალაქეთა კავშირისა" (1999-2003) და "ნაციონალური მოძრაობის" (2004-2016) შემდეგ, ენზელ მკოიანი ამჯერად დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" გახდა

ნაციონალური მოძრაობა - 27

პროპორციული სიით - 27

1. დავით ბაქრაძე , 2. სანდრა რულოვსი, 3. ელენე ხოშტარია, 4. რომან გოცირიძე, 5. ნიკანორი მელია , 6. გიორგი ტუღუში , 7. ოთარი კახიძე, 8. სალომე სამადაშვილი, 9. ირაკლი აბესაძე , 10. სერგი კაპანაძე , 11. სერგო რატიანი, 12. გიორგი კანდელაკი , 13. ლელა ქებურია , 14. აკაკი ბობოხიძე , 15. გიგა ბოკერია, 16. კობა ნაყოფია , 17. ირმა ნადირაშვილი , 18. მამუკა ჩიქოვანი , 19. თინათინ ბოკუჩავა, 20. რამაზ ნიკოლაიშვილი, 21. ზურაბ ჭიაბერაშვილი , 22. ლაშა დამენია , 23. ხათუნა გოგორიშვილი, 24. თენგიზ გუნავა , 25. ზაზა კედელაშვილი , 26. აზერ სულეიმანოვი, 27. გიგი წერეთელი

პატრიოტთა ალიანსი - 6

პროპორციული სიით - 6

1. ირმა ინაშვილი, 2. ადა მარშანია , 3. ნატო ჩხეიძე , 4. გიორგი ლომია, 5. გელა მიქაძე, 6. ემზარ კვიციანი

XS
SM
MD
LG