ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დეპუტატები ცხრა მთას იქეთ: რუსული საარჩევნო კლოუნადა ოკუპირებულ ტერიტორიებზე


ცხინვალელები ფიქრობენ, ვის მისცენ ხმა ციმბირში, ჩიტას ოლქში

ცხინვალელები ფიქრობენ, ვის მისცენ ხმა ციმბირში, ჩიტას ოლქში

რუსეთის დუმის გუშინდელ არჩევნებზე, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რეგისტრირებულმა 133 000 ამომრჩეველმა, რომლებსაც რუსეთის პასპორტები აქვთ, საკუთარი ხმა - ჩიტას, დაურის, ვორონეჟის, ლენინგრადის და სამარის საარჩევნო ოლქებში რეგისტრირებულ პარტიებსა და კანდიდატებს მისცა.

ასეთი უცნაური გადაწყვეტილება, რომლის დედაზრს ბოლომდე, ვერც რუსეთში და ვერც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩაწვდნენ, რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, აღნიშნულ ოლქებში „ამომრჩევლის ნაკლებობის“ მოტივით მიიღო.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის ცესკომ 12 საარჩევნო უბანი გახსნა. მათ შორის, ხუთი - ქალაქ ცხინვალში, ორი - რუსეთის მეორე საოკუპაციო სამხედრო ბაზაზე, თითო კი დაბა კვაისაში, ახალგორში, ჯავაში, ცხინვალისა და ყორნისის რაიონებში.

ცხინვალის მოსახლეობამ რუსეთის დუმაში დეპუტატები ჩიტაში აირჩია

ცხინვალის მოსახლეობამ რუსეთის დუმაში დეპუტატები ჩიტაში აირჩია

​სულ ცხინვალის რეგიონში 25 363-მდე ბიულეტები გაიგზავნა, რომელიც რუსეთ-ჩინეთ-მონღოლეთის მოსაზღვრე - იმერბაიკალეთის - ჩიტას საარჩევნო ოლქში დაიბეჭდა. შესაბამისად, ცხინვალის რეგიონის ხმებიც ციმბირში წავიდა. ინფორმაციისთვის, ქალაქ ჩიტადან ცხინვალამდე 7038 კილომეტრია, სასაათო სარტყელს შორის განსხვავება კი 3 საათია. რუსული კვლევითი ცენტრის RAMCOM-ის ხელმძღვანელი დენის სოკოლოვი ამბობს

რა მნიშვნელობა აქვს სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ადამიანებისთვის ვინ შევა რუსეთის დუმაში ჩიტას ოლქიდან?“

„შეიძლება ითქვას, რომ სამხრეთ ოსეთის ამომრჩეველი შეძვრა ისტორიაში, რომლის შესახებაც მათ არაფერი იციან. ხმები მისცეს ვიღაცას ადმინისტრაციული რესურსის ხათრით. თუმცა, ეს მათ ბუნებრივია არ ადარდებთ. რა მნიშვნელობა აქვს სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ადამიანებისთვის ვინ შევა რუსეთის დუმაში ჩიტას ოლქიდან?“

რაულ ხაჯინბას ხმა ვორონეჟის ოლქში წავიდა

რაულ ხაჯინბას ხმა ვორონეჟის ოლქში წავიდა

კიდევ უფრო კომიკურ მდგომარეობაში აღმოჩდნენ ოკუპირებულ აფხაზეთში - აქ რუსეთის დუმის არჩევნებისთვის ცხრა საარჩევნო უბანი მუშაობდა. ყველაზე მეტი 41 000 ამომრჩეველი - სოხუმის მე-10 საშუალო სკოლაში გახსნილ უბანში იყო რეგისტრირებული, რომელიც იმერბაიკალეთის - დაურის საარჩევნო ოლქზე იყო მიწერილი. შესაბამისად, ამ უბნის ამომრჩეველმა, დეპუტატები 7500 კილომეტრის მოშორებით აირჩიეს.

41 000-მა აფხაზმა ხმა იმერბაიკალეთში მისცა

41 000-მა აფხაზმა ხმა იმერბაიკალეთში მისცა

შედარებით გაუმართლათ, სოხუმის 5-ე საშუალო სკოლაში გახსნილ უბანში აღრიცხულებს. მათი ხმები, სულ რაღაც, 1250 კილომეტრით მოშორებულ ვორონეჟის ოლქში წავიდა. ამ უბანში ხმა მისცეს - აფხაზთა ლიდერმა ხაჯინბამ და ახალმა პრემიერმა ბარციცმა.

რუსეთის დუმის არჩევნების ჩატარება ოკუპირებულ რეგიონებში არის მოსკოვის ანექსიური პოლიტიკის მორიგ გამოვლინება, რომელიც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს უხეშად არღვევს

გაგრასა და ბიჭვინთაში რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა - დუმაში დეპუტატები 1900 კილომეტრით დაშორებულ სამარაში აირჩია. ბომბორას სამხედრო აეროდრომზე დისლოცირებულმა ოკუპანტებმა, ასევე გუდაუთაში, ოჩამჩირეში, ტყვარჩელსა და გალში რეგისტრირებულმა რუსეთის მოქალაქეებმა კი ხმა 2540 კმ დაშორებულ ლენინგრადის ვსევოლჟკის ოლქში მისცეს.

რუსეთის ოპოზიციური პარტია იაბლოკოს წევრი იგორ ლინიკი, რომელიც გუშინ დაურის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში დამაცხდა, ამბობს

ჩვენ პრინციპში წინასწარ ვიცოდით, არჩევნების შედეგები იმერბაიკალეთში. თუმცა, თუ რაღაც პრობლემები შეიქმნება ციფრებთან დაკავშირებით, ეს ციფრები მარტივად შეუძლიათ დააკორექტირონ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოწყობილი "არჩევნების" ხარჯზე. მით უმეტეს, რომ დროში განსხვავება 3 საათია“

„ჩვენ ხომ რეალურად არ ვიცით რამდენი ბიულეტენი გამოაგზავნეს აფხაზეთიდან, სიტყვაზე - 44 ათასი თუ 100 ათასი?! ეს ყველაფერი აბსოლუტურად გაუმჭირვალე პროცესია. ჩვენ პრინციპში წინასწარ ვიცოდით, არჩევნების შედეგები იმერბაიკალეთში, თუმცა თუ რაღაც პრობლემები შეიქმნება ციფრებთან დაკავშირებით, ეს ციფრები მარტივად შეუძლიათ დააკორექტირონ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოწყლობილი "არჩევნების" ხარჯზე.“

რუსეთში იმედი ჰქონდათ რომ დუმის არჩევნების გამართვა, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, საქართველოშიც მოხერხდებოდა. ამაზე მეტყველებს, 2015 წლის ნოემბერში მიღებული ფედერალური კანონი, "ერთმანდატიანი ოლქების ფორმირების შესახებ", სადაც საქართველოში რეგისტრირებული - 8174 ამომრჩეველი, ივანოვის ოლქზე იყო მიწერილი.

საბოლოოდ, შეთანხმება ვერ შედგა და მოსკოვმა საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ, ხმის უფლების მქონე რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა, საარჩევნო უფლების გასაყენებლად სომხეთში, ქალაქ გიუმრიში ჩასულიყვნენ. რამდენმა ისარგებლა ამ უფლებით, ამ დროისთვის უცნობია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადებით დაგმო რუსეთის ფედერაციის დუმის არჩევნების ჩატარება ოკუპირებულ რეგიონებში და მას „მოსკოვის ანექსიური პოლიტიკის მორიგ გამოვლინება“ უწოდა, რომელიც „საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს უხეშად არღვევს“.

XS
SM
MD
LG