ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს განცხადება უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე დავით რაქვიაშვილის დანიშნვის შესახებ გააკეთა. პოსტი სექტემბრის შემდეგ ვაკანტური იყო.

დავით რაქვიაშვილი 2008-10 წლებში მუშაობდა რეინტეგრაციის საკითხებში მაშინდელი სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის მოადგილედ. მოგვიანებით, 2011-13 წლებში, როცა იაკობაშვილი შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩად დაინიშნა, რაქვიაშვილი ამერიკაში საქართველოს დესპანი გახლდათ. ის ასევე ხელმძღვანელობდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს (GIPA), რომლის რექტორიც წლების მანძილზე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იყო.

XS
SM
MD
LG