ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აჭარის არჩევნებიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო


აჭარის უმაღლესი საბჭო
აჭარის უმაღლესი საბჭო

მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, დამაჯერებლად მოიგო, პარალელურად გამართული - აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც. ავტონომიური რესპუბლიკაში სულ 308 506 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, აქედან არჩევნებზე, მხოლოდ 52% ანუ 163 348 მოქალაქე მივიდა.

წინასწარი მონაცემებით, რომელიც აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა, „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ არჩევნებში 45,1% მიიღო, ანუ - 71036 ხმა. მეორე ადგილზე, აქაც „ნაციონალური მოძრაობაა“ – 29,6% ანუ 46 624 ხმა.

მესამე შედეგი მოულოდნელად, ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ აჩვენა. მათ აჭარაში 9266 ხმა აიღეს და 5,9%-ით საარჩევნო ბარიერი გადალახეს. კიდევ ერთი პარტია, რომელმაც აჭარის უმაღლესს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა შეძლო - „პატრიოტთა ალიანსია“, დავით თარხან-მოურავის პარტიამ 8979 ხმას - 5,7%-ს მოუყარა თავი.

აჭარის უმაღლესი საბჭო 21 დეპუტატისგან შედგება, აქედან პროპორციული წესით, 15 დეპუტატი აირჩევა. უმაღლესი საარჩევნო კომისიის იურისტი ფრიდონ ბათნიძე განმარტავს, როგორ დაკომპლექტდება აჭარის მომავალი პარლამენტი

„ჩვენი კანონმდებლობით, 5% ბარიერ გადალახული პარტიის მიერ მიღებული ხმა მრავლდება 15-ზე და იყოფა 5% ბარიერ გადალახული პარტიების მიერ მიღებული ხმების ჯამზე.

მოცემული ფორმულიდან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ „ქართულ ოცნებას“ აჭარის მომავალ უმაღლესი საბჭოში ეყოლება - 8 დეპუტატი, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 5, დემოკრატიულ მოძრაობასა და პატრიოტთა ალიანსს კი თითო დეპუტატი“
ფრიდონ ბათნიძე, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია


მოცემული ფორმულიდან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ „ქართულ ოცნებას“ აჭარის მომავალ უმაღლესი საბჭოში ეყოლება - 8 დეპუტატი, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 5, დემოკრატიულ მოძრაობას და პატრიოტთა ალიანსს კი თითო დეპუტატი.“

წინასწარი ინფორმაციით, აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება და ყველგან, ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები დაუპირისპირდებიან.

აღსანიშნავია, ბათუმის 70-ე საარჩევნო ოლქი, სადაც მოქმედი და ყოფილი მინისტრები გაარკვევენ ურთიერთობას. აქ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნუგზარ სურმანიძის (11191 ხმა პირველ ტურში) მოწინააღმდეგე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი გია აბულაძე იქნება (7453 ხმა).

ბათუმის 69-ე ოლქში კი პროფკავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების თავმჯდომარე ილია ვერძაძეს (10378 ხმა) მეტოქეობას, ბათუმის თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის გენერალური მდივანი ნინო ჯინჭარაძე (6532 ხმა) გაუწევს. მეორე ტური, სავარაუდოდ, 30 ოქტომბერს გაიმართება.

პირველ ტურში, 69-ე საარჩევნო ოლქში, მხოლოდ 843 ხმა მიიღო, პარლამენტის წევრმა, რესპუბლიკელმა დავით ბერძენიშვილმა. რესპუბლიკურმა პარტიამ კი აჭარის პროპორციულ არჩევნებში მხოლოდ - 2362 ხმა, 1,5% დააგროვა. რესპუბლიკური პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრი გია მასალკინი მარცხის მიზეზებს ასე ხსნის.

„ცუდ ხელისუფლებას ირჩევს ის ამომრჩეველი, რომელიც არ მიდის არჩევნებზე. 50% მოსახლეობისა, რომელიც არ მივიდა არჩევნებზე, ასევე არის პასუხისმგებელი, იმაზე თუ როგორ განლაგდა პოლიტიკური ძალები, როგორც საქართველოს პარლამენტში, ისე აჭარის უმაღლესს საბჭოში"
გია მასალკინი, რესპუბლიკური პარტია


„ცუდ ხელისუფლებას ირჩევს ის ამომრჩეველი, რომელიც არ მიდის არჩევნებზე. 50% მოსახლეობისა, რომელიც არ მივიდა არჩევნებზე, ასევე არის პასუხისმგებელი, იმაზე თუ როგორ განლაგდა პოლიტიკური ძალები, როგორც საქართველოს პარლამენტში, ისე აჭარის უმაღლესს საბჭოში. მე ვთვლი, რომ ეს არის ძალიან ცუდი განლაგება საქართველოს მომავლისთვის.“

აჭარის წინა მოწვევის 2012-2016 წლების, უმაღლესს საბჭოში, თავდაპირველად მანდატები, არჩევნების გზით, ორ პოლიტიკურ ძალას კოალიცია „ქართულ ოცნებასა“ (13) და „ნაციონალურ მოძრაობას“ (8) ჰქონდა გადანაწილებული. თუმცა, 2014 წლიდან, კოალიციის ჩამოშლის პროცესის დაწყების შემდეგ, „ქართულ ოცნებამ“ აჭარის უმაღლესს საბჭოში უმრავლესობა დაკარგა.

აჭარის უმაღლესს საბჭოში ამ დროისთვის გასული დეპუტატები

ქართული ოცნება - 8

პროპორციული სიით - 8

1. ნუგზარ სურმანიძე, 2. დავით გაბაიძე, 3. ირაკლი ჭეიშვილი, 4. ცოტნე ანანიძე, 5. დავით თედორაძე, 6. ვლადიმერ მგალობლიშვილი, 7. დავით ბაციკაძე, 8. ნინო ჩხეტია

ნაციონალური მოძრაობა - 5

პროპორციული სიით - 5

1. ლევან ვარშალომიძე, 2. პეტრე ზამბახიძე, 3. გია აბულაძე, 4. გიორგი დიასამიძე, 5. ელგუჯა ბაგრატიონი

დემოკრატიული მოძრაობა -1

პროპორციული სიით - 1

1. გიორგი ცინცქილაძე

პატრიოტთა ალიანსი -1

პროპორციული სიით - 1

1. დავით თარხან- მოურავი

XS
SM
MD
LG