ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს მომავალი მთავრობის მეთაურმა და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა კაბინეტის ახალი შემადგენლობა წარადგინა. 18-წევრიან კაბინეტში პარლამენტს დასამტკიცებლად 5 ახალი მინისტრის სახელი გადაეცემა. ესენი არიან: დიმიტრი ქუმსიშვილი (პირველი ვიცე-პრემიერი) ფინანსთა მინისტრის პოსტზე; კახა კალაძე (ვიცე-პრემიერი) ენერგეტიკის, გიორგი გახარია - ეკონომიკის, ზურაბ ალავიძე - რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრთა პოსტებზე. კვირიკაშვილმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე წარადგინა.

ვიქტორ დოლიძე პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელია, რომელიც ხელისუფლებიდან ხმაურიანად წავიდა. ის ამბობს, რომ საკუთარი პრინციპებიდან არასოდეს გადაუხვევია და წარსულში გადადგმულ არცერთ ნაბიჯს არ ნანობს. ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით, “კიდევ უფრო ბევრის გაკეთება შეგვიძლია იქიდან, სადაც ახლა ვართ” - აცხადებს ვიქტორ დოლიძე.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG