ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თარხან ბათირაშვილი მძიმედ დაჭრილია


ბრიტანეთში დაფუძნებული სირიელთა უფლებადამცველი ორგანიზაცია იუწყება, რომ თარხან ბათირაშვილი გასულ კვირას განხორციელებული საჰაერო იერიშის შემდეგ მძიმედ დაიჭრა, მაგრამ მოკლული არ არის. ბათირაშვილი ამჟამად მკურნალობას დაჯგუფების მიერ კონტროლირებულ სირიის ქალაქ რაქაში გადის.

დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთ სამხედრო მეთაურს ომარ ალ-შიშანის და ომარ-ჩეჩენის სახელითაც იცნობენ. შეერთებული შტატების ოფიციალური პირები არ გამორიცხავდნენ, რომ ის ალ-შადადის დაბომბვის დროს დაღუპულიყო. “ამერიკის ხმასთან” საუბარში ანონიმური წყარო ამბობს, რომ ბათირაშვილი რეგიონში სამხედრო ძალების მზადყოფნის შესამოწმებლად იმყოფებოდა. ალ-შადადზე განხორციელებულ საჰაერო იერიშში დაჯგუფების 12 მეომარი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG