ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბურუსით მოცული თავდასხმა "კრწანისის" სასწავლო ცენტრზე


კრწანისის სასწავლო ცენტრის ავტოპარკის ტერიტორია. უცნობებმა აქ შეღწევა შეძლეს, გარდაცვლილი კი ღობის აქეთ, 100 მეტრში იპოვეს
კრწანისის სასწავლო ცენტრის ავტოპარკის ტერიტორია. უცნობებმა აქ შეღწევა შეძლეს, გარდაცვლილი კი ღობის აქეთ, 100 მეტრში იპოვეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კატეგორიულად აცხადებს, რომ ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრ „კრწანისის“ გუშაგი, კანონმდებლობის ზუსტი დაცვით მოქმედებდა, როცა ცენტრის ტერიტორიაზე უკანონოდ შეჭრილ პირებს ცეცხლი გაუხსნა. სროლის შედეგად 23 წლის გიგა შენგელია გარდაიცვალა.

ტრაგიკული შემთხვევა გარდაბნის რაიონის, სოფელ კრწანისში, 23 ოქტომბერს ღამით მოხდა. დაახლოებით, 03 საათსა 30 წუთზე, „კრწანისის“ სასწავლო ცენტრის ავტოპარკის ტერიტორიაზე, გუშაგმა, რომელიც სადღერამისო განმწესში იმყოფებოდა, უცხო პირები შენიშნა.

თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ეს ადამიანები, არა თუ არ დაემორჩილნენ გუშაგის რამდენიმე მოთხოვნას, პირიქით სამხედრო პირს ცეცხლმაქრი ესროლეს. საპასუხოდ, გუშაგმა ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც, თავდამსხმელები მიიმალნენ.

გამთენიისას, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, სამხედრო პოლიციამ აღმოაჩინა, 23 წლის გიგა შენგელიას გვამი, რომელიც სოფელ ჯიხაშკარის მკვიდრი იყო და ოჯახთან ერთად, ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში ცხოვრობდა.

სამხედრო პოლიციის პირველადი ინფორმაციით, გვამი, შემთხვევის ადგილიდან 300 მეტრის დაშორებით იპოვეს, დღეს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დააზუსტა, რომ ცხედარი და მასთან ერთად იარაღი „კრწანისის“ ცენტრიდან დაახლოებით, 100 მეტრში იქნა ნაპოვნი.

გუშაგი მოიქცა აბსოლუტურად ნორმების დაცვით. მიმდინარეობს იმ ორი თანხმლები პირის დადგენა. შემთხვევის ადგილზე, კრწანისის ცენტრიდან, დაახლოებით 100 მეტრში ნაპოვნი იქნა გვამი, მობილური ტელეფონი და პისტოლეტი“
ლევან იზორია, თავდაცვის მინისტრი

„3 პირი უკანონოდ შეიჭრა სასწავლო ცენტრში, რომელიც დაცულია და გუშაგი მოიქცა აბსოლუტურად ნორმების დაცვით. შესაბამისად, გამოძიება გრძელდება. მიმდინარეობს იმ ორი თანხმლები პირის დადგენა. შემთხვევის ადგილზე, ცენტრიდან, დაახლოებით 100 მეტრში ნაპოვნი იქნა მობილური ტელეფონი და პისტოლეტიც“

საქართველოს შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების მიხედვით, „ყველა პირი, რომელიც დასაცავ ობიექტს ან მაჩვენებლით აღნიშნულ საზღვარს მიუახლოვდება, როგორც კარგი, ისე ცუდი ხილვადობის პირობებში, გუშაგმა უნდა გააჩეროს ძახილით: „სდექ, უკან!“

ამ მოთხოვნის შეუსრულებლობისას, გუშაგი აფრთხილებს დამრღვევს შეძახილით: „სდექ, ვისვრი!“ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ყარაულს. თუ დამრღვევი არ ასრულებს ამ მოთხოვნას, გუშაგი გადატენის იარაღს და გასაფრთხილებლად ისვრის ჰაერში. თუ დამრღვევი არც ამ მოთხოვნას არ ასრულებს და ცდილობს შეაღწიოს საგუშაგოზე ან გარბის, გუშაგი ვალდებულია გამოიყენოს იარაღი“.

„კრწანისის“ ცენტრთან მოკლული გიგა შენგელიას ცხედარი დილით გადაასვენეს ზუგდიდში. დაღუპულის ოჯახი თავდაცვის სამინისტროს და სამხედრო პოლიციის ვერსიას კატეგორიულად არ ეთანხმება და გამორიცხავს, რომ მას იარაღი ჰქონოდა.

ძმები გიორგი (მარცხნივ) და გიგა შენგელიები
ძმები გიორგი (მარცხნივ) და გიგა შენგელიები

მშობლების ინფორმაციით, გიგა, ძმასთან გიორგი შენგელიასთან ერთად თბილისში, პირად საქმეზე გაემგზავრა. საინტერესოა, რომ გიორგი შენგელიამ სავალდებულო სამხედრო სამსახური სწორედ წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდაჭერ ცენტრ „კრწანისში“ გაირა. თუმცა, 23 ოქტომბერს, გვიან ღამით, ძმები რა მიზნით, შევიდნენ სამხედრო ტერიტორიაზე მათთვის უცნობია. ამ დროისთვის, სამართალდამცავი ორგანოები გიორგი შენგელიას და კიდევ ერთ პირს ეძებენ.

გარდაცვილის მამა რომან შენგელია ამბობს, რომ მისი შვილს ტყვია უკანა მხარეს აქვს მოხვედრილი და სავარაუდოდ, ის სისხლისგან დაიცალა

სამი საათი იქ, რომ ეგდო და სისხლისგან რომ დაიცალა ბიჭი, რატო არ მოძებნეს თავის დროზე? მანამდე სად იყვნენ? როგორც თავად ამბობენ, ხო ატყდა სროლა?! სამხედრო ნაწილში განგაში რო უნდა გამოცხადებულიყო? და, განგაში რას ნიშნავს? თუ შემოგივარდა ვიღაცა, ხომ უნდა მოძებნო?“
რომან შენგელია, მოკლულის მამა

„სამი საათი იქ, რომ ეგდო და სისხლისგან რომ დაიცალა ბიჭი, რატო არ მოძებნეს თავის დროზე? მანამდე სად იყვნენ? როგორც თავად ამბობენ, ხო ატყდა სროლა?! სამხედრო ნაწილში განგაში რო უნდა გამოცხადებულიყო? და,განგაში რას ნიშნავს? თუ შემოგივარდა ვიღაცა, ხომ უნდა მოძებნო?“

2017 წლის აპრილში, ეროვნული სასწავლო ცენტრი „კრწანისი“ დაარსებიდან 20 წლის იუბილეს იზეიმებს. წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდაჭერი ცენტრი 1997 წლის 22 აპრილს, „იაღლუჯას“ სამხედრო პოლიგონის ბაზაზე ჩამოყალიბდა. 2002 წლიდან, აქ, პირველი, მასშტაბური, ამერიკული სამხედრო დახმარების, "წვრთნისა და აღჭურვის" (GTEP) პროგრამის ფარგლებში, ამერიკელმა ინსტრუქტორებმა ხუთი ქართული ბატალიონი მოამზადეს.

ამერიკელი ინსტრუქტორი და ქართველი ჯარისკაცები "კრწანისის" ცენტრში
ამერიკელი ინსტრუქტორი და ქართველი ჯარისკაცები "კრწანისის" ცენტრში

2015 წლის 27 აგვისტოს კი ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ეროვნული სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი გახსნა. დღეს, საქართველოში აშშ-ს ელჩმა იან კელიმ „კრწანისში“ მომხდარ შემთხვევას „ძალიან შემაშფოთებელი“ უწოდა.

დანაკარგები და ინციდენტები არასაომარ ვითარებაში თავდაცვის სამინისტროში (2016 აგვისტო-ოქტომბერი)

21.10.2016 სოფელ ბოდბესთან, გადაბრუნდა სამხედრო „კამაზი“, რომელსაც ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალებისა და სამხედრო-ტექნიკური ქონების შენახვის ბაზის 35 ჯარისკაცი გადაჰყავდა. ადგილზე დაიღუპა 21 წლის რიგითი აკოპ მალხასიანი, არიან დაჭრილები და დაშავებულები

19.08.2016 იმერეთში, ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შენახვის ერთ-ერთ ბაზაზე, საყარაულო განაწესის დროს დაიღუპა რიგითი მერაბ ჭაჭიაშვილი

16.08.2016 გონიოს სანაპიროზე, საზღვაო სპეცდანიშნულების რაზმის კურსანტები გიორგი ნანიტაშვილი და იაგო შარაძე, წყალქვეშა სწავლების დროს შავ ზღვაში უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ

09.08.2016 სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის V ქვეითი ბრიგადის 52-ე ქვეითი ბატალიონის კაპრალი დავით ლომიძე გულის უკმარისობით გარდაიცვალა

XS
SM
MD
LG