ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სასამართლოს შეცდომა: რა ღირს სიცოცხლის 11 წელი?!


2006 წლის 7 მარტი და 2017 წლის 20 თებერვალი: გია გვიჩიანის დაპატიმრება და გათავისუფლება

მოსამართლისა და პროკურატურის შეცდომის გამო, ამერიკელმა ხუან რივერამ ციხეში 20 წელი გაატარა და 2015 წელს, კომპენსაციის სახით 20 მილიონი დოლარი მიიღო. რა ღირს საქართველოს სახელმწიფოსთვის გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას ცხოვრების 11 წელი ჯერჯერობით უცნობია.

დაპატიმრების დროს, გვიჩიანი 35 წლის იყო, ხოლო ჩემია - 32-ის. მათ 2006 წლის აგვისტოში AES თელასის ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობის გამო უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. ეს გახმაურებული დანაშაული თბილისში, 2002 წლის 13 აგვისტოს მოხდა. ლომინაძის გვამი ბახტრიონზე, საკუთარ ბინაში ხელებშეკრული და ერთი ტყვიით მოკლული ნახეს.

ნიკა ლომინაძე 2002 წლის 13 აგვისტოს, საკუთარ ბინაში მოკლეს

ნიკა ლომინაძე 2002 წლის 13 აგვისტოს, საკუთარ ბინაში მოკლეს

შსს-ს სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტმა (სოდ), რომელსაც მაშინ ერეკლე კოდუა ხელმძღვანელობდა, ნიკა ჩემია და მისი ორი მეგობარი: გიორგი პაპაჩაშვილი და ავთანდილ ხელკელაძე 2005 წლის დეკემბერში დააკავა, ხოლო გია გვიჩიანი - 2006 წლის 7 მარტს.

ამ ადამიანების წინააღმდეგ ჩვენება კრიმინალურმა ავტორიტეტმა ნოდარ გვიჩიანმა მისცა, რომელიც სოდ-მა 2005 წლის 10 ნოემბერს ნარკოვაჭრობის ფაქტზე აიყვანა და მას უვადო პატიმრობა ელოდა.

ნოდარ გვიჩიანის ჩვენების მიხედვით, „გია გვიჩიანმა, რომელიც 2002 წელს, ნიკა ლომინაძის მოადგილედ მუშაობდა, AES თელასში ფინანსური მაქინაციების დაფარვის გამო, მას ლომინაძის მკვლელობა 20 ათასს დოლარად დაუკვეთა, მკვლელობა კი ჩემიამ, ხელკელაძემ და პაპაჩაშვილმა აღასრულეს“. ასეთი იყო ბრალდების მაშინდელი ვერსია.

პაპაჩაშვილი პროკურატურას მაშინვე გაურიგდა და „დანაშაულის აღიარების“ სანაცვლოდ, საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდა; ხერკელაძემ 8 წელი მიიღო და ციხეში გარდაიცვალა, ხოლო გვიჩიანს და ჩემიას დანაშაული არ უღიარებიათ. მათ უვადო პატიმრობა შეეფარდათ, რომელიც 2014 წელს, 15 წლიანი სასჯელით შეუცვალეს.

2017 წლის 20 თებერვალს კი თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება გამოიტანა, პროკურატურის ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, 46 წლის გვიჩიანი და 43 წლის ჩემია უდანაშაულოდ ცნო და სასამართლოს დარბაზშივე გაანთავისუფლა.

სასამართლომაც და პროკურატურამაც აღიარეს რომ სისხლის სამართლის საქმე თავიდან ბოლომდე გაყალბებული იყო. საქმის პროკურორი გვანცა გვიმრაძე, რომელიც ლომინაძის მკვლელობის დროს 12 წლის იყო ამბობს:

ახალი გამოძიების ფარგლებში რა მტკიცებულებებიც იქნა მოპოვებული პირდაპირ მიუთითებს მსჯავდებულ პირთა უდანაშაულობის ფაქტზე. ამჟამად, რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება: ერთი -ნიკა ლომინაძის რეალური მკვლელის დადგენის მიზნით და მეორე - სამოხელეო დანაშაულის დადგენის მიმართულებით“

„ახალი გამოძიების ფარგლებში რა მტკიცებულებებიც იქნა მოპოვებული პირდაპირ უთითებს მსჯავდებულ პირთა უდანაშაულობის ფაქტს, ამჟამად, რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება: ერთია -ნიკა ლომინაძის რეალური მკვლელის დადგენის მიზნით და მეორე - სამოხელეო დანაშაულის მიმართულებით.“

ჯერჯერობით უცნობია, როგორი იქნება პროკურატურის ახალი საგამოძიებო სტრატეგია. ბრალი მხოლოდ მაშინდელ მაღალი თანამდებობის პირებს: პრეზიდენტ სააკაშვილს, შსს მინისტრ მერაბიშვილს, გენპროკურორ ადეიშვილს და სოდ-ის უფროსს კოდუას დაუმძიმდებათ თუ აქცენტი საქმის პროკურორებზე, მოსამართლეებზე და ცრუ მოწმეებზეც გაკეთდება?

ლომინაძის მკვლელობის საქმეს თავიდანვე პროკურორი ანზორ ხვადაგიანი წარმართავდა, რომელიც ახლა პენსიაზეა. გარდაცვლილნი არიან სოდ-ის საგამოძიებო სამსახურის უფროსი პაატა კუპრაშვილი და შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, გენერალ მაიორი დავით კეკუა.

კეკუა ამ საქმეზე მტკიცებულების გაყალბების გამო (მკვლელობის ადგილზე ნაპოვნი ტყვიის გულა გამოცვალა ზ.წ) 2007 წლის მაისში დააკავეს, ხუთ თვეში მან ოფიციალური ვერსიით, საკანში თავი მოიკლა. ცრუ მოწმე ნოდარ გვიჩიანი ამჟამად სასჯელს უკრაინის ტერიტორიაზე იხდის.

გია გვიჩიანი და ნიკა ჩემია

გია გვიჩიანი და ნიკა ჩემია

პირველი განაჩენი - უვადო პატიმრობა 2006 წლის აგვისტოში, ლომინაძის მკვლელობის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სანდოძემ გამოიტანა. იგი დღემდე მოსამართლეა, ისევე როგორც ნაირა გიგიტაშვილი, რომელმაც ეს საქმე სააპელაციო სასამართლოში განიხილა.

2014 წელს, ამ საქმეზე, მტკიცებულებების გაყალბება (მათ შორის, Federal Bureau of Investigation-ის გამოკვლელული დნმ-ის ანალიზი - ზ.წ) ასევე „ვერ შეამჩნიეს“ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან თევზაძემ, რომელმაც უვადო პატიმრობა 15 წლიანი სასჯელით შეცვალა და უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ: გიორგი შავლიაშვილის, მაია ოშხარელისა და პაატა სილაგაძის შემადგენლობით. მათ ახალი სასჯელი ძალაში, ხოლო გვიჩიანი და ჩემია ციხეში დატოვეს. უცნობია დაიწყება თუ არა ამ მოსამართლეების წინააღმდეგ დისციპლინარული დევნა?

გია გვიჩიანის დაცვის მხარის ინფორმაციით, 2006 წელს, ამ საქმეზე, პროკურორ ანზორ ხვადაგიანის თანაშემწე, ამჟამინდელი მთავარი პროკურორი, 23 წლის ირაკლი შოთაძე იყო. გვიჩიანი 2013-16 წლებში, სწორედ შოთაძეს ადანაშაულებდა საქმის ხელახალი გამოძიების გაჭიანურებაში, თუმცა განთავისუფლების შემდეგ, ამ თემაზე აღარ საუბრობს.

პროკურორი ანზორ ხვადაგიანი და მისი თანაშემწე, 23 წლის ირაკლი შოთაძე, ლომინაძის მკვლელობის საქმის პროცესზე, 2006 წელი

პროკურორი ანზორ ხვადაგიანი და მისი თანაშემწე, 23 წლის ირაკლი შოთაძე, ლომინაძის მკვლელობის საქმის პროცესზე, 2006 წელი

გია გვიჩიანი ამბობს, რომ 2006 წლის მარტში, მაშინდელმა ხელისუფლებამ არარსებული ბრალდება, 2006 წლის 28 იანვარს მომხდარი სანდრო გირგვლიანის გახმაურებული მკვლელობის გადასაფარად და შსს მინისტრ მერაბიშვილის გადასარჩენად „შეკერა“.

მაშინდელი სახელისუფლებო დაჯგუფება: მიხეილ სააკაშვილი, ივანე მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი პირადად იყვნენ დაინტერესებულნი. იმიტომ რომ ვანო მერაბიშვილი არ გადამდგარიყო თანამდებობიდან, მათ გადაწყვიტეს ჩემი დაპატიმრება. ლომინაძის მკვლელობის საქმის ფალსიფიკაციით და სწრაფი გახსნით შეეცადნენ გირგვლიანის მკვლელობის საქმის გადაფარვა“

„მაშინდელი სახელისუფლებო დაჯგუფება: მიხეილ სააკაშვილი, ივანე მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი იყვნენ პირადად დაინტერესებულნი. იმიტომ რომ ვანო მერაბიშვილი არ გადამდგარიყო თანამდებობიდან, მათ გადაწყვიტეს ჩემი დაპატიმრება. ლომინაძის საქმის ფალსიფიკაციით და სწრაფი გახსნით შეეცადნენ გირგვლიანის მკვლელობის საქმის გადაფარვას“

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეზე, დაკავებულ პირებს ათავისუფლებენ. 2006 წლის სექტემბრის ბოლოს, ამ საქმეზე შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სამსახურის თანამშრომელი დავით მჭედლიძე აიყვანეს, თუმცა იგი ნახევარი წლის მერე სახლში გაუშვეს.

AES თელასის ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელი და მკვლელობის შემკვეთები 14 წლის შემდეგაც დაუსჯელნი არიან. ამ რეზონანსული მკვლელობიდან 10 თვის შემდეგ, 2003 წლის ზაფხულში, ამერიკულმა ენერგეტიკულმა გიგანტმა AES Corporation „თელასის“ აქციათა 75% და ყველა სხვა ქართული აქტივი, რუსულ „ინტერ რაოს“ მიჰყიდა და 5 წლიანი რთული მუშაობის შემდეგ, ქართული ენერგეტიკული ბაზარი სამუდამოდ დატოვა.

XS
SM
MD
LG