ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გალის ქართველობა - გრდემლსა და უროს შორის


Viktorija Samarinaite-ს ფოტო
Viktorija Samarinaite-ს ფოტო

ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსულ-აფხაზური საოკუპაციო რეჟიმი იქ მცხოვრები ეთნიკური ქართველების მიმართ, სეგრეგაციის პოლიტიკას აგრძელებს. ადამიანის მორიგი გატაცება 27 იანვარს სოფელ მახუნჯიაში მოხდა, სადაც საკუთარი სახლიდან, შეიარაღებულმა პირებმა - 47 წლის გენადი ცატავა იძულებით წაიყვანეს.

თავდასხმა ღამე განხორციელდა, ოჯახში ამ დროს, გატაცებულის 85 წლის დედა და მეუღლე იმყოფებოდნენ. გამტაცებლები ცატავებს „აფხაზ მილიციონერებად“ გაეცნენ და გამოსასყიდის სახით - 200 000 რუსული რუბლი მოითხოვეს, რაც დაახლოებით - 9 000 ლარია.

ოთხი დღის მანძილზე, ცატავები ოკუპირებულ გალში გატაცებულის ადგილსამყოფელის დადგენას უშედეგოდ ცდილობდნენ. შემდეგ მათ საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთეს და დახმარება ზუგდიდში ითხოვეს.

მადონა და ნონა ცატავებმა დახმარება ზუგდიდში ითხოვეს
მადონა და ნონა ცატავებმა დახმარება ზუგდიდში ითხოვეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) გაარკვია, რომ გენადი ცატავა გალის იზოლატორში იმყოფება და მას ბრალად,“ საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა“ ედება.

ოფიციალური თბილისი ცატავას გათავისუფლებას ელოდება და თუ ეს არ მოხდა, ამ საკითხს, 22 თებერვალს, IPRM-ის ოთხმხრივ შეხვედრაზე დააყენებს. გატაცებულის და - მადონა ცატავა ამბობს

200 ათასი რუსული რუბლი მოითხოვეს. დედაჩემს უთხრეს ამდენი ფული მოიტანეთ, თორემ 10-დან 12 წლამდე პატიმრობა ელის შენს შვილსო“
მადონა ცატაცა, გატაცებულის და

„აფხაზეთიდან გადმოვედით, რადგან ჩემი ძმა გაიტაცეს. 200 ათასი რუსული რუბლი მოითხოვეს. დედაჩემს უთხრეს ამდენი ფული მოიტანეთ, თორემ 10-დან 12 წლამდე პატიმრობა ელის შენს შვილსო.“

რუსულ-აფხაზური საოკუპაციო რეჟიმი კვლავ მიზანმიმართულად ცდილობს, გალის ქართველობა მთლიანად მოსწყვიტოს საქართველოს. გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლების სრული აკრძალვის შემდეგ, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მალე დაიკეტება: ნაბაკევი-ხურჩას და ოტობაია-ორსანტიას „გამშვები პუნქტები“, რომლითაც ყოველდღიურად, 1500-მდე გალელი სარგებლობს.

ვინაიდან საოკუპაციო რეჟიმი კარგად აცნობიერებს, რომ ეს შეზღუდვები ავტომატურად გაზრდის, საოკუპაციო ხაზის „არალეგალურად“ გადმოკვეთის სტატისტიკას, მათ შესაბამისად, გაზარდეს „საჯარიმო სანქციებიც“.

მდინარე ენგურის უსაბუთოდ გადმოკვეთა - ჩვეულებრივ მოქალაქეებს, ახალი წესების ამოქმედების შემდეგ, 215-დან 270 ლარამდე „დაუჯდებათ“, ხოლო „თანამდებობის პირებს“ – 275-დან 325 ლარამდე.

დღეს, ჯარიმა საოკუპაციო ხაზის დარღვევისთვის - მხოლოდ 600 რუსულ რუბლს ანუ 27 ლარს შეადგენს. იმ შემთხვევაში კი, თუ ორჯერ დაჯარიმებული პირი, ფულს არ გადაიხდის, მას 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ელის.

გალის რაიონი, Photo by Viktorija Samarinaite
გალის რაიონი, Photo by Viktorija Samarinaite

კონფლიქტოლოგების აზრით, ახალი საოკუპაციო წესები, გალში მცხოვრებ მოსწავლეებს, რომლებიც განათლებას ზუგდიდის რაიონის სკოლებში იღებენ, ქართულ ენაზე სწავლის საშუალებას მოუსპობს. ასევე უკიდურესად გაართულებს გალელებისთვის - უფასო ჯანდაცვის და სხვა სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობას. საბოლოო ჯამში კი დააჩქარებს გალის რაიონის ქართული მოსახლეობისგან დაცლას.

საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა ნილს სკოტმა უკვე აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯები გააძლიერებს „გალის მოსახლეობის იზოლაციას“. უფრო მკვეთრი იყო აშშ-ს ელჩის იან კელის რეაქცია, რომელმაც საოკუპაციო ხაზი პირადად მოინახულა:

მოდი ძალიან ცხადად ვთქვათ: ეს გავლენას იქონიებს ათასობით ადამიანის კეთილდღეობასა და საარსებო წყაროზე, მითუმეტეს რომ ზოგიერთი მათგანი ამ მდინარის მიღმა მცხოვრები სოციალურად დაუცველია. ჩვენ ვსაუბრობთ მოსწავლეებზე, რომლებსაც მოქმედი გადასასვლელის ჩაკეტვის შემთხვევაში სკოლაში წასასვლელად ავტობუსით 50 კილომეტრიანი შემოვლითი გზის გავლა მოუწევთ"
იან კელი, აშშ-ს ელჩი საქართველოში

„ჩვენ არ მიგვაჩნია რომ აქ არის რაიმე სახის ზოლი, რომელსაც კონტროლი სჭირდება. ჩვენ ვცნობთ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს. აქ არ უნდა იყოს არანაირი ე.წ. „გამშვები პუნქტები“, არამედ აქ უნდა ხდებოდეს ადამიანებისა და საქონლის თავისუფალი მიმოსვლა იმ მარტივი ფაქტიდან გამომდინარე, რომ აქ არ არის საზღვარი რომელსაც კონტროლი სჭირდება.

მოდი ძალიან ცხადად ვთქვათ: ეს გავლენას იქონიებს ათასობით ადამიანის კეთილდღეობასა და საარსებო წყაროზე, მითუმეტეს რომ ზოგიერთი მათგანი ამ მდინარის მიღმა მცხოვრები სოციალურად დაუცველია. ჩვენ ვსაუბრობთ მოსწავლეებზე, რომლებსაც მოქმედი გადასასვლელის ჩაკეტვის შემთხვევაში სკოლაში წასასვლელად ავტობუსით 50 კილომეტრიანი შემოვლითი გზის გავლა მოუწევთ;

ჩვენ ვსაუბრობთ მოხუცებზე, რომლებიც ამ გზას სამედიცინო დახმარების მისაღებად იყენებენ; ჩვენ ვსაუბრობთ ოჯახებზე, რომლებსაც საყვარელი ადამიანების ნახვა უნდათ დასაფლავებასა თუ ქორწილში, და ეს არის ძალიან, ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს“

რუსი ოკუპანტები აფხაზეთში
რუსი ოკუპანტები აფხაზეთში

გასულ კვირას, ოკუპირებული ნაბაკევის ტერიტორიაზე 200-მდე ეთნიკურმა ქართველმა საპროტესტო მიტინგი გამართა და საავტომობილო გზა გადაკეტა. ისინი საოკუპაციო რეჟიმისგან მოითხოვენ, რომ ენგურზე არსებული გადასასვლელები არ დაიკეტოს და ახალი საჯარიმო სანქციები ძალაში არ შევიდეს. თუმცა, სოხუმში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ შეიცვლება.

ამ ფონზე, ოფიციალური თბილისი იძულებულია ოკუპირებული აფხაზეთისთვის, რუსეთიდან ელექტროენერგიის შესყიდვაზე იფიქროს, ვინაიდან, 15 თებერვალს ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური - ენგურჰესი სარემონტოდ გაჩერდება და აფხაზეთს სრული ჩაბნელება ემუქრება.

XS
SM
MD
LG