ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაქსიმუმი და მინიმუმი 2016 წლისთვის


2016 წელს საქართველო მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებებით ხვდება. განსაკუთრებულად საინტერესო მოვლენა ქვეყნისთვის და მისი მომავალი განვითარებისთვის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და ბოლო დროს ვიზალიბერალიზაციის თაობაზე მიღწეული პოზიტიური დასკვნაა. ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობა ქვეყნისთვის არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში სამოგზაურო ბილეთების უპრობლემო ჯავშანს ნიშნავს, არამედ იმ პოლიტიკურ დივიდენდებსაც გულისხმობს, რაზეც მიბმულია ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და ასევე უკიდურესად პრობლემატური თემა - რუსეთთან ურთიერთობა.

"ამერიკის ხმასთან" საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ ისაუბრა, რომელიც ამბობს, რომ 2016 წელს დაგეგმილი ვიზალიბერალიზაცია პროგრამა მინიმუმია. საგარეო საქმეთა მინისტრის გამოცდილებით მოსული პრემიერი, გიგი გიგიაძის აზრით, ყურადღებას განსაკუთრებულად გაამახვილებს საგარეო ურთიერთობათა საკითხებზე.

2016 წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის კუთხით. რასაც მივაღწიეთ ვიზალიბერალიზაციის თვალსაზრისით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ახლა უკვე ასოცრების ხელშეკრულების იმპლემენტაციზეა სამუშაო.
გიგი გიგიაძე, საქარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

„ვიზების ლიბერალიზაცია იყოს პროგრამა მინიმუმი, მაქსიმუმისთვის უფრო მეტი უნდა ვინატროთ. ჩვენი პროგრამა მაქსიმუმი უკავშირდება რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება წარამტებულად ასოცირების პროცესის იმპლემენტაციის გაგრძელებას. რთული იქნება ახლა იმის თქმა, რომ ეს პროცესი მომავალი წლისთვის დასრულდება, რადგან მოცულობითი და ვრცელია, ბევრ უწყებას მოიცავს, მათთან ერთად მუშაობას და მათ ჩართულობას მოითხოვს, მაგრამ ესაა ძირითადი აქცენტი. არა მარტო საგარეო საქმეთა სამინისტროსი, არამედ სხვა უწყებებისაც, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ამ რეფორმების განხორციელებაში, ახალი კანონების მიღებაში... 2016 წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის კუთხით. რასაც მივაღწიეთ ვიზალიბერალიზაციის თვალსაზრისით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ახლა უკვე ასოცრების ხელშეკრულების იმპლემენტაციზეა სამუშაო. ღრმად მწამს მე პირადად, რომ პრემიერ მინისტრი განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს სწორედ საგარეო ურთიერთობების კუთხით სამუშაოს გაგრძელებას. მან ეს აღნიშნა კიდეც თავის გამოსვლაში,“- აცხადებს გიგიაძე.

"ამერიკის ხმასთან" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმაც ისაუბრა. ვიზალიბერალიზაციის სიკეთეებით არა მხოლოდ საქართველოს დე-ფაქტო კონტროლირებად ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ადამიანები ისარგებლებენ. აფხაზეთსა და სამხეთ ოსეთში მყოფ მოქალაქეებსაც ისევე ექნებათ ევროკავშირის ქვეყნებში გადაადგილების შესაძლებლობა, როგორც სხვებს, სავარაუდოდ 2016 წლის მეორე ნახევრიდან.

ყველა ის სარგებელი, რომელიც ხელმისაწვდომი ხდება საქართველოს მოქალაქეებისთვის, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ფორმატიდან გამომდინარე, ხელმისაწვდომი არის ასევე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მაცხოვრებლებისთვის.
ქეთევან ციხელაშვილი

„ევროინტეგრაციის პროცესი არის, მათ შორის სამშვიდობო პროცესის ნაწილი, რადგან ჩვენ ერთიანი ევროპული მომავლისკენ მივისწრაფით. ასეთია ჩვენი ხედვა ერთიან სახელმწიფოში, რაც პრაქტიკაში იმას ნიშნავს, რომ ყველა ის სარგებელი, რომელიც ხელმისაწვდომი ხდება საქართველოს მოქალაქეებისთვის, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ფორმატიდან გამომდინარე, მათ შორის, პირველ რიგში, ვიზების ლიბერალიზაციის პერსპექტივა, ხელმისაწვდომი არის ასევე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მაცხოვრებლებისთვის. ჩვენი მთავრობა გარკვეულ ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ ამის შესახებ კომუნიკაციამ იარსებოს და ინფორმაცია ამ საკითხზე იყოს ხელმისაწვდომი ორივე რეგიონში მაცხოვრებელი ადამიანისთვის და ასევე იმისთვის, რომ პროცედურულად ეს იყოს მარტივი და მაქსიმალურად კომფორტული,“- ამბობს ციხელაშვილი.

გასულ კვირას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი ბელგიამ მოაწერა, ის ევროკავშირის ქვეყნებიდან ბოლო, ოცდამერვე წევრი გახლდათ, ვისაც ეს პროცედურა უნდა გაევლო. ევროკავშირთან ხელშეკრულება ახლა უკვე ოფიციალურადაა ძალაში შესული.

XS
SM
MD
LG