ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გიორგი მარგველაშვილი - „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი


ბიძინა ივანიშვილი: „"ჩვენ ერთიანი პოზიცია გვქონდა და ერთიანად ყველამ მხარი გიორგი მარგველაშვილს დაუჭირა"

დღეს ცნობილი გახდა საქართველოს მმართველი კოალიციის „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა. 2013 წლის ოქტომბერში კოალიციიდან პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად დღევანდელი განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი იბრძოლებს. დღეს კოალიციის შეხვედრის შემდეგ ბრიფინგი გამართა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა. მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილს ყველა თვისება აქვს, კარგი პრეზიდენტი იყოს.“ "ჩვენ ერთიანი პოზიცია გვქონდა და ერთიანად ყველამ მხარი გიორგი მარგველაშვილს დაუჭირა," - განაცხადა ივანიშვილმა.
თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი ყველანაირი ღირსებით შემკობილი კაცია.
გიორგი მარგველაშვილი 1969 წლის 4 სექტემბერს დაიბადა. დაამთავარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მინიჭებული აქვს დოქტორის ხარისხი ფილოსოფიაში; განათლების მინისტრად დანიშვნამდე იყო საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი.
XS
SM
MD
LG