ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარტიის საპლატფორმო კომიტეტმა ცვლილება უკვე დაამტკიცა

შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტია მზად არის პირველად ისტორიაში ერთი სქესის ადამიანებს შორის ქორწინება პარტიის საარჩევნო პლატფორმაში ოფიციალურად შეიტანოს.

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი, რომელსაც ვინაობის გახმაურება არ სურს, იტყობინება, რომ საპლატფორმო კომიტეტმა ის უკვე დაამტკიცა. კვირას მინეაპოლისში გამართულ პარტიის შეხვედრაზე ოფიციალურ ტერმინად „ჰომოსექსუალთა ქორწინება“ იქნა შემოღებული. საბოლოო დამტკიცება ჩრდილოეთ კაროლინას ქალაქ შარლოტში დაგეგმილ დემოკრატიული პარტიის ეროვნულ კონვენციაზე მოხდება. კონვენციაზე პრეზიდენტ ობამას ფორმალური ნომინაციის გამოცხადებაც იგეგმება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG