ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამიტი ეკონომიკურ სტაბილიზაციასა და ფინანსური ბაზრების უსაფრთხოებას მიეძღვნა

მექსიკის საკურორტო ქალაქ ლოს კაბოსში დამთავრდა დიდი ოცეულის მორიგი შეხვედრა, რომელიც ძირითადად მსოფლიოს ეკონომიკურ სტაბილიზაციასა და ფინანსური ბაზრების უსაფრთხოებას მიეძღვნა.
დიდი ოცეულის ლიდერების ერთობლივ განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია ევროპის ეკონომიკური კრიზისის მოგვარებაზე, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები შეხვედრის შედეგებით უკმაყოფილო დარჩნენ, რადგან არაფერი იყო ნათქვამი სიღარიბის დაძლევის შესახებ.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი ოპტიმისტურად არის განწყობილი. მისი თქმით ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ერთად მსჯელობენ ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავების გზებზე და აღნიშნულ საკითხებზე დისკუსია მომავალშიც გაგრძელდება.
საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი თავის მხრივ პროგრესის ნიშნებს ხედავს, თუმცა მისი აზრით ჯერ კიდევ მრავალი პრობლემაა მოსაგვარებელი.
მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო ფონდების და ინვესტიციების მოზიდვის აუცილებლობას, რაც ეკონომიკურ აღმავლობას შეუწყობს ხელს და უმუშევრობის შემცირებას გამოიწვევს.
დევიდ კამერუნი და ფრანსუა ოლანდი თვლიან, რომ ევროპის ფინანსური კრიზისი საბოლოო ჯამში მსოფლიოსთვის კარგი გაკვეთილი იქნება.
ყველაფერი დამოკიდებულია დიდი ოცეულის წევრი სახელმწიფოების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე , სხვანაირად კრიზისიდან თავის დაღწევა შეუძლებელია.
ექსპერტების შეფასებით დიდი ოცეულის შეხვედრის შედეგები რამდენიმე კვირაში აისახება მსოფლიოს ფინანსურ ბაზრებზე.
XS
SM
MD
LG