ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოლანდი თურქეთს სირიაში ბრძოლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს


საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის სამხედრო ქმედებებს აკრიტიკებს და მას “წინააღმდეგობრივ ჩარევას” უწოდებს, რომელმაც, შესაძლოა კონფლიქტი გაამწვავოს.

ოლანდის თქმით, აუცილებელია ბრძოლები შეწყდეს და მხარეები მოლაპარაკების პროცესს დაუბრუნდნენ.

ოლანდმა ეს განცხადება შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ეშტონ კარტერის მიერ გაკეთებული განცხადებიდან ერთი დღის შემდეგ გააკეთა. გუშინ კარტერმა თურქეთს მოუწოდა ძალისხმევა დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლისკენ მიმართოს და არა ამერიკის მოკავშირე ქურთების წინააღმდეგ.

თურქეთის სამხედრო ძალები და სირიელი მეამბოხეები უკვე ერთი კვირაა ერთობლივ კამპანიას ატარებენ დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” და ქურთების პარტიის წევრების წინააღმდეგ.თურქეთის მიერ მხადრაჭერილმა სირიელმა მეამბოხეებმა სულ მცირე ოთხ სოფელზე მოიპოვეს კონტროლი.

XS
SM
MD
LG