გასულ თვეს არაფატის მეუღლემ სამართალმდაცავებს მიაწოდა ინფრომაცია, რომ მისი მეუღლე შესაძლოა პოლონიუმის მოწამვლით გარდაიცვალა.
არაფატის ქვრივმა ეს ეჭვი მას მერე გამოთქვა, რაც შვედეთში ფიზიკის ინსტიტუტმა არაფატის პირად ნივთებში რადიოაქტიური ნივთიერების-პოლონიუმის კვალი აღმოაჩინა.
იასირ არაფატი 75 წლის ასაკში 2004 წელს პარიზის მახლობლად მდებარე სამხედრო საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისმა მკურნალმა ექიმებმა გარდაცვალების მიზეზი მაშინ ვერ დაადგინეს.