ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნების მეორე ტური საფრანგეთში


ოლანდის ნომერ პირველი ამოცანა ქვეყანაში უმუშევრობის შემცირებაა

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. დამკვირვებლები ელიან, რომ პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის სოციალისტები 577 ადგილიან ეროვნულ ასამბლეაში უმრავლესობას მოიპოვებენ. საზოგადოებრივი გამოკითხვების და პირველი ტურის შედეგების თანახმად სოციალისტები სავარაუდოდ სულ ცოტა 287 ადგილს დაიკავებენ. რაც შეეხება ზედა პალატას, საფრანგეთის სენატს, მას უკვე აკონტროლებენ მემარცხენე მიმართულების პარტიები.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ პარლამენტში სოციალისტური უმრავლესობის შექმნა, პრეზიდენტ ოლანდს საკუთარი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების საშუალებას მისცემს. პრეზიდენტი ოლანდის ნომერ პირველი ამოცანა ქვეყანაში უმუშევრობის შემცირებაა.
XS
SM
MD
LG