ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთის პროფკავშირებს პარიზის ქუჩაში საპროტესტო მსვლელობის ჩატარების უფლება მიეცათ. ამის შესახებ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი პროფესიული კავშირის “სი-ჯი-თის” პრეზიდენტმა ფილიპ მარტინესმა განაცხადა. მსვლელობა მთავრობასთან დაგეგმილი საგანგებო შეხვედრის შემდეგ გაიმართება.

ნებართვის გაცემამდე, საფრანგეთის პოლიციამ დემონსტრაცია დაგეგმილ დრომდე 24 საათით ადრე აკრძალა, რასაც პროფკავშირების მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. აკრძალვის დროისთვის ათობით ათასი ადამიანი უკვე გეგმავდა დემონსტრაციაში მონაწილეობას. პოლიციამ გადაწყვეტილება ძალადობის თავიდან აცილების მცდელობით ახსნა.

XS
SM
MD
LG