ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთში შესაძლო თავდასხმასთან დაკავშირებით 3 „რადიკალიზებული“ ქალი დააკავეს.

საფრანგეთის პოლიციამ სამი ეჭვმიტანილი ქალი დააკავა, რომლებიც სავარაუდოდ თავდასხმას გეგმავდნენ. დაკავება პარიზში ამ კვირაში აღმოჩენილ, გაზის ექვსი ბალონით დატვირთულ მანქანას უკავშირდება.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზნევმა განაცხადა, რომ სამი ქალი, რომელთა ასაკი 19 დან 39 წლამდეა, „რადიკალიზებული ფანატიკოსები“ იყვნენ, რომლებიც „ახალ ძალადობრივ... და გარდაუვალ მოქმედებას“ გეგმავდნენ.

დაპატიმრებისას ერთ ქალს ესროლეს, ერთი პოლიციელი კი დანით დაჭრეს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG