ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთის საპარლამენტო გამოძიების კომისია, რომელიც გასულ წელს პარიზში მომხდარ თავდასხმებს იკვლევდა, ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ანტი-ტერორისტული სააგენტოს შექმნის იდეით გამოდის.

ტერორიზმთან საბრძოლველად ცალკე სახელმწიფო ერთეულის შექმნასთან ერთად საპარლამენტო გამოძიებამ კიდევ 12 რეკომენდაცია შეიმუშავა.

საპარლამენტო გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ უშიშროების სამსახურმა საიდ კუაჩის და მისი ძმის კვალი 7 იანვარს, ჟურნალ “შარლი ებდოზე” თავდასხმამდე რამდენიმე თვით ადრე დაკარგა.

საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელმა ჯორჯ ფენეჩმა განაცხადა, რომ საფრანგეთის უშიშროების სამსახურის მეთაურებმა შარლი ებდოზე, ბატაკლანის საკონცერტო დარბაზზე და რესტორნებზე მომხდარ თავდასხმებს “უშიშროების გლობალური მარცხი” უწოდეს.

პარიზში გასული წლის მიწურულს მომხდარ თავდასხმებს 147 ადამიანი შეეწირა.

XS
SM
MD
LG